როგორია თანამედროვე პრინცესების ცხოვრება არაბეთში (ფოტოკოლაჟი)
საუდის არაბეთის პრინცესა დინა აბდულაზიზ ალ საუდი, თავისი განუმეორებელი შარმითა და სტილით მთელ მსოფლიოშია ცნობილი. პრინცესა არისტოკრატიულ წრეს მიეკუთვნება და შესანიშნავი აღზრდა და განათლება აქვს მიღებული. მოდით მის მაგალითზე თვალი გადავავლოთ, თუ როგორ ცხოვრობენ პრინცესები თანამედროვე არაბულ სამყაროში.
პრიცესა დინა ექსკლუზიური ბუტიკის “D’NA”-ის მფლობელია, ამ სალონის კლიენტად გახდომა მხოლოდ მისი მფლობელის პირადი მიწვევითაა შესაძლებელი. კოლექციას ბუტიკისათვის დინა საკუთარი ხელით არჩევს, ეყრდნობა რა თავის უზადო, დახვეწილ გემოვნებას და მუსულმანური სამყაროს ტრადიციებს. დიზაინერ Diane Von Furstenberg-ის კაბა შეცვლილი იქნა სპეციალურად დინას მოთხოვნით, რათა შესაძლებელი ყოფილიყი მისი ჩართვა ბუტიკის ასორტიმენტში: კაბის მუხლამდე სიგრძე შეიცვალა კოჭებამდე სიგრძით.
ცნობილმა დიზაინერმა კრისტიან ლაბუტენმა თავისი ფეხსაცმლის ერთ-ერთ მოდელს სახელი დინას საპატივცემულოდ დაარქვა. დინა აბდულაზიზი – მაღალი მოდის ჩვენებების უცვლელი სტუმარია. მის ნაცნობებსა და მეგობრებში უამრავი ცნობილი დიზაინერია. მართალია, ბევრისთვის ცხოვრების ასეთი სტილი მიუწვდომელია, თუმცა, ეს სულაც არ ნიშვას იმას, რომ ადამიანს გემოვნებით ჩაცმის სწავლა არ შეუძლია.