სიბერესთან ერთად ადამიანებს ხასიათიც გვეცვლება. ხშირ შემთხვევაში, უფრო მეტად ბუზღუნები ვხდებით. მაინც, როგორები არიან ზოდიაქოს ნიშნები ასაკში?
ვერძი – ვერძებს ურჩევნიათ არ შეიმჩნიონ ასაკი. ისინი არასდროს ფიქრობენ, რა ელით ხვალ. ხშირად სულის სიმტკიცე შესაძლებლობას აძლევთ საკმაოდ სოლიდურ ასაკშიც კი, ახალგაზრდული ენერგია შეინარჩუნონ. შესაძლოა, 60 წლის ვერძს არ ჰქონდეს ახალგაზრდული ვარცხნილობა, მაგრამ იმავე სულისკვეთებით და ენერგიულობით გატაცებული იყოს მოტოციკლით.
კურო – როგორც წესი, ისინი გურმანები არიან, ხანდახან ზედმეტიც მოსდით. ამ მიზეზით, ასაკში ისინი არცთუ იშვიათად, ზედმეტ კილოგრამებს „აგროვებენ“. წლებთან ერთად ჯიუტი კუროები კიდევ უფრო „მძიმე“ პიროვნებებად გადაიქცევიან – როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად. მიუხედავად ამისა, კუროები ამტანები არიან და ავადმყოფობის მიუხედავად, საკმაოდ დიდხანს ცოცხლობენ.
ტყუპები – ისინი ახალგაზრდობაში მიზანს დაისახავენ და თანდათან წინ მიიწევენ. ასაკთან ერთად ტემპის შენელებაზე საერთოდ არ ფიქრობენ. არ გქონდეთ იმედი, რომ ტყუპი სამსახურიდან ადრე დაბრუნდება. ასაკშიც კი, ვერ დაინახავთ მათ საწოლზე, ან ბუხრის წინ დივანზე წამოგორებულს. მათი კარიერული წინსვლა პენსიამდე გრძელდება, და თუ შესაძლებლობა მიეცემათ, პენსიის შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში იშრომებენ.
კირჩხიბი – ამ ნიშნის ზოდიქოს ორი კატეგორია არსებობს – ისინი, ვინც ბავშვობის და ახალგაზრდობის ასაკს ინარჩუნებენ და ისინი, ვისაც სიბერეში დედა ტერეზას მსგავსად, სხვებზე ზრუნვა უყვართ..კირჩხიბს, ისევე როგორც ლომს სურს, რომ ყველა მისი გარშემომყოფი პატივს სცემდეს „მის კეთილშობილურ ჭაღარას“. კირჩხიბები საუკეთესო, „კლასიკური“ ბებია-ბაბუები არიან. ისეთები, როგორებიც ბავშვების უმრავლესობას უყვართ.
ლომი – ლომები საკუთარი ბუნებით მიმტევებელნი და თანმიმდევრულები არიან. წლებთან ერთად, ამ თვისებას უფრო ძლიერად ავლენენ. ასაკში უკვე სრულიად მშვიდები და დიდსულოვნები ხდებიან. ხშირად ფიზიკურ ფორმასაც ინარჩუნებენ. ასაკში საყოველთაო პატივისცემა კიდევ უფრო მეტად სურთ. ითხოვენ მათი ავტორიტეტის აღიარებას და თაყვანისცემასაც კი. სურთ, რომ ყველასთვის მისაბაძები გახდნენ. სწორედ ამიტომ, ცდილობენ მიაღწიონ ბევრს და რაც შეიძლება მალე გახდნენ სათაყვანებლები.
ქალწული – ბევრი ქალწული ასაკთან ერთად გარესამყაროს სულ უფრო ნეგატიურად აღიქვამს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ატყობენ, რომ კონტროლს კარგავენ. ისინი ცდილობენ ფიზიკური ფორმისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას. მუდამ ცდილობენ, არ დაკარგონ აზროვნების უნარი. ამიტომ, როგორც წესი, სიბერეში მოვლილები და პეწიანები არიან. ასაკში ქალწულები შესაძლოა ოდნავ მკაცრები, მაგრამ ძალიან ჭკვიანები ხდებიან.
სასწორი – მათ ყოველთვის ადარდებთ გარეგნობა, ამიტომ ყველა ზომას მიმართავენ, რომ რაც შეიძლება მკაცრად აკონტროლონ წონა და შეინარჩუნონ ფიზიკური ფორმა. თავს უვლიან, რათა სახეზე ნაოჭები არ გაუჩნდეთ და როგორც წესი, ისინი ამას ახერხებენ. 80 წლის ასაკშიც კი, სასწორები გარშემომყოფებს არწმუნებენ, რომ ჯერ მხოლოდ 40 წლისანი არიან.
მორიელი – მორიელები ასაკში მედიდურები და წარმოსადეგები ხდებიან. უყვართ საკუთარ თავზე ფიქრი, თითქოს ფილოსოფოსები არიან, რომლებმაც წლებთან ერთად სიბრძნეც დააგროვეს და რეალურად ეს სიმართლეა. მაგრამ, სამწუხაროდ, ასაკოვანი მორიელები ძალიან ხშირად მიჯაჭვულები არიან საკუთარ მოსაზრებებსა და მიზნებზე.
მშვილდოსანი – ისევე როგორც ვერძებს, მშვილდოსნებსაც არ სურთ სიბერეზე ფიქრი. ხანდახან იმდენადაც კი, რომ მათ ეს აკვიატებულ აზრად ექცევათ ხოლმე და გარშემომყოფებს სიბერეზე კითხვებით ტანჯავენ. ცდილობენ, გარშემომყოფებისგან მიიღონ კონპლიმენტები, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდულად გამოიყურებიან… სხვათა შორის, უმეტეს შემთხვევაში, ეს კომპლიმენტები გამართლებულია, რადგან მშვილდოსნები, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი თავის მოვლა ეზარებათ, სიბერემდე სექსუალურობისა და მომხიბვლელობის შენარჩუნებას მაინც ახერხებენ.
თხი რქა – ეს ნიშანი დროსთან ასოცირდება, რადგან მას სატურნი მართავს – პლანეტა რომელიც პასუხისმგებელია დროზე. თხის რქებისთვის თითქოს დრო უკუღმა ტრიალებს. ისინი „პატარა მოხუცებად“ იბადებიან, ასაკისთვის შეუფერებლად სერიოზულები, ბრძენები და პასუხისმგებლობის გრძნობით შემკულები არიან, მაგრამ ხასიათში ასაკთან ერთად ჩნდება ბავშვურობა და სისულეებისკენ სწრაფვა. ამრიგად, ხშირად თხის რქები სიბერეში ნამდვილი პატარა ბავშვებივით იქცევიან.
მერწყული – მათზე სერიოზულ გავლენას ახდენს სატურნი, ამიტომ ბავშვობაში, ისევე როგორ თხის რქები ძალიან სერიოზულები არიან. წლებთან ერთად მერწყულებს ემატებათ ექსცენტრიულობა, აღარ დარდობენ იმაზე, რას ფიქრობს მათზე ხალხი. 80 წლის ასაკშიც კი, შეუძლიათ ისე მოიქცნენ, როგორც მოესურვებათ.
თევზები – მათ პანიკურად ეშინიათ სიბერის. ფიქრობენ, რომ ჯერ საკმარისად არ უცხოვრიათ, ბევრი რამ არ გაუკეთებიათ! ამ მიზეზით, თევზები ხშირად უთმობენ დროს ცხოვრებისეული „შედეგების“ შეჯამებას. არადა, რაც უფრო ნაკლებად ინერვიულებენ ამ საკითხზე, უფრო ბედნიერად იცხოვრებენ, არაფერი ისე არ ართულებს და ამოკლებს ცხოვრებას, როგორც მუდმივი ნერვიულობა.