გასულ წელს ბრიტანულმა გამომცემლობა Daily Mail–მა ბელა ჰადიდი „მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალად“ დაასახელა, ამჯერად კი გაზეთი გვაუწყებს, რომ მსახიობი რობერტ პატინსონი „მსოფლიოს ყველაზე სიმპათიური მამაკაცია“.
Daily Mail აღნიშნულ დასკვნებს კოსმეტიკური ქირურგის ჯულიანა დე სილვას მოსაზრებებზე დაყრდნობით აკეთებს. CNN–ის ცობით, ლონდონის კოსმეტიკური და პლასტიკური ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელმა პატინსონისა და სხვა მსახიობების სახეები „ოქროს კვეთის“ პროპორციებს შეადარა. შედეგად კი აღმოჩნდა, რომ „ბინდის“ მთავარი გმირის სახე აღნიშნულ პროპორციებს 92,15%–ით აკმაყოფილებს.
2019 წელს დე სილვამ ანალოგიური კვლევა ცნობილ ქალებს შორის ჩაატარა და ყველაზე იდეალური გარეგნობის მქონედ, როგორც უკვე აღვნიშნეთ მოდელი ბელა ჰადიდი დაასახელა.