იტალიურმა ფონდმა CLESSIDRA SGR-მა ხელი მოაწერა შეთანხმებას, შეიძინოს ფლორენციული მოდის სახლის რობერტო კავალის საკონტროლო პაკეტი. შეთანხმების მიხედვით, ფონდი კომპანია „ვარენსის“ მეშვეობით შეიძენს კავალის 90 %-იან წილს, ხოლო 10 % დარჩება კომპანიის დამფუძნებელ რობერტო კავალის.
“მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს ხელშეკრულება გავაფორმე იტალიელ პარტნიორებთან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს კომპანია განავითარებს იმას, რასაც მე მთელი ცხოვრება ვქმნიდი”,- განაცხადა კავალიმ. Clessidra-ს ანგარიშში არ არის მითითებული გარიგების ღირებულება, თუმცა როგორც Corriere Economia იუწყება, გარიგების ღირებულება დაახლოებით 390 მილიონ ევროს შეადგენს. რობერტო კავალის შემოსავალმა 2014 წლისათვის 210 000 000 ევრო შეადგინა.
სხვა სიახლეები