ისრაელის მკვიდრი, 62 წლის კლაუდია შოვალი ცნობილია, როგორც “რკინის ლედი”. მან 50 წლის ასაკში დაიწყო ბოდიბილდინგი და ახლა უკვე 10 წელია, რაც ჩემპიონია.
კლაუდიას 4 შვილი და 2 შვილიშვილი ჰყავს. ის ამბობს, რომ ასაკი არაფერს ნიშნავს, თუ ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრობ და შენი მიზნებისთვის შრომობ – აუცილებლად შეძლებ ყველაფერს.
62 წლის ჩემპიონი ბოდიბილდერი თავის უდიდეს წარმატებად სატვირთო მანქანის გაწევას მიიჩნევს. დანარჩენი შეგიძლიათ, იხილოთ ვიდეოში.