რის გამო მოხვდა ბესო ზანგური ფსიქიატრიულ კლინიკაში?

მსახიობი ბესო ზანგური ფსიქიატრიულ კლინიკაში სუიციდის მცდელობის გამო მოხვდა და მკურნალობდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა 2020 წელს, როდესაც ის თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა:

“სუიციდის მცდელობა ვისაც გქონიათ, ოღონდ მართლა მცდელობას ვამბობ და არა – თინეიჯერულ რომანტიულ ქარიზმას, აი, მე ისეთი მქონდა. 14 დღე სამკურნალოდ ფსიქიატრიულში მიმკურნალეს, მსგავსი არ ენახათ.

სამმა მთავარანგელოზმა ჩამომიყვანა და ჩამაბარა ექიმებს საიქოდან. მოკლედ, ვისაც ჰქონია, დამეთანხმება, ყველა მიდიოდით და ეძებდით ისეთ ადგილს, სადაც ვერ გიპოვიდნენ – ეს არის ფაქტი და ამას ვერავინ უარვყოფთ, რომ ბაჩალიაშვილმა მოიკლა თავი და დამნაშავე მშობელია. სულ ესაა”, – წერს ზანგური.

კომენტარები

სხვა სიახლეები