შალვა ნათელაშილის მეუღლე ბელა ალანია მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვავების“ მონაწილე სტანისლავ ბონდარენკოზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სტასის ადამიანობას არ აქვს საზღვარი.
„პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავებში” ვნახე სტანისლავ ბონდარენკოს მიერ შესრულებული „ქართული ცეკვა“. მართლა გული ამიჩუყდა. როგორი პასუხისმგებლობით დაუფლებია ქართულ ხელოვნებასაც. ეს ახალგაზრდა მსახიობი ეხმარება მიხეილ სხვიტარიძეს ძვირად ღირებული ოპერაციის დაფინანსებაში. მონაწილეობს ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის სპექტაკლში “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”, ზურიკელას როლში. შემოსულ თანხას რიცხავს ქართველი ბავშვის ოპერაციისთვის. ნამდვილად არ აქვს მის ადამიანობას საზღვარი. როცა სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს სიკეთე აერთიანებთ, ეს ყველაზე გულწრფელი, კეთილშობილური, უღალატო ურთიერთობაა. დიდი მადლობა, სტას, ყველაფრისთვის, რასაც აკეთებ. ძალიან ვაფასებ შენს კეთილშობილებას“, – აღნიშნავს ბელა ალანია.
სხვა სიახლეები