რისთვის უხდიან კომპანიები – “სვაროვსკი” და “ვერსაჩე” ჩინეთს ბოდიშს

საიუველირო ფირმა – “სვაროვსკი” ჩინეთს ბოდიშს უხდის, რომ თავის ვებგვერდზე არასწორად უწოდა “ჰონგ კონგი”.
“ისინი სავსებით იაზრებენ პასუხისმგებლობას დაშვებული შეცდომის მიმართ და თავიანთ საიტებზე ინფორმაციას მთელს მსოფლიოში ჩაასწორებენ”, – ვკითხულობთ BBC-ზე.

“სვაროვსკის” მფლობელმა “ფეისბუქზე” გამოქვეყნებულ პოსტზე თქვა, რომ იგი ყოველთვის მტკიცედ სცემდა პატივს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ბოდიშის მოხდა “ვერსაჩეს” ბრენდსაც მოუწია. შაბათ-კვირის შემდეგ მათ ერთ-ერთ მაისურზე გამოჩნდა ფოტო, სადაც ჰონგ კონგი დამოუკიდებელი ტერიტორია იყო. მაისურებმა სერიოზული კრიტიკა დაიმსახურა ჩინურ სოციალურ მედიაში.

ჩინეთი სულ უფრო მკაცრად აღიქვამს იმას, თუ როგორ აღწერენ უცხოური ფირმები ჰონგ კონგს, რომელიც ჩინეთის შემადგენლობაში შედის.
ჩინეთსა და ჰონგ კონგს შორის სიტუაცია დაძაბულია. დაახლოებით, ორი ათეული წლის წინ ბრიტანეთის ყოფილი კოლონია – ჰონგ კონგი ჩინეთს დაუბრუნდა ავტონომიის სახითა და იმ პირობით, რომ მას, გარდა თავდაცვითი და საგარეო საკითხებისა, დამოუკიდებლად შეეძლებოდა გადაწყვეტილებების მიღება.
მასობრივი არეულობა ჰონგ კონგში რამდენიმე კვირაა დაიწყო. დემონსტრაცია მოჰყვა კანონონპროექტის მიღებას ექსტრადაციის შესახებ, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ჰონგ კონგიდან ჩინეთში დანაშაულში ეჭვმიტანილების ან ძებნილების ექსტრადირების მექანიზმის გამარტივებას. დემონსტრანტები რეგიონში ჩინეთის მზარდმა გავლენამ შეაშფოთა და მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი უკან გაიწვიეს, საპროტესტო ტალღა არ შეჩერებულა.

კომენტარები

სხვა სიახლეები