რისთვის აპირებს ბრძოლას და ძმის რა ოცნების განხორციელებას გეგმავს ელენე ფოჩხუა

მომღერალი ელენე ფოჩხუა პროექტ „ორ ვარსკვლავში“ მონაწილეობს. მისი თქმით, ის პროექტში მხოლოდ მისი გარდაცვლილი ძმის გამოა.

„ჯეოსტარის“ პერიოდში ჩემი ძმა მედგა სულ გვერდში. ახლა პირველ დღეს რომ დამირეკეს პროექტიდან, მითხრეს: ვინ მოგყავს გულშემატკივრად, სახელი და გვარი ჩამაწეინეთო, ძალიან ცუდად გავხდი. დაახლოებით 40 წუთი ჩემთვის დავჯექი და გამოვეთიშე ყველაფერს, ძალიან დავითრგუნე. სხვა დროში, წარსულში, ჩემი გულშემატკივარი ვინ უნდა ყოფილიყო, თუ არა ჩემი ძმა. არავინ არ მომიყვანია; გოდერძის ვუთხარი, შენ ვინც გინდა, ის მოიყვანე – მეთქი. ყოველი გამოსვლის დროს, რატომღაც ბედნიერი ვარ, რადგან, ამ პროექტში მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გიორგისთვის ვარ. ჩემს კარიერას მხოლოდ მისთვის დავუბრუნდები, გავაგრძელებ, მისთვის ვიბრძოლებ და ყველა ოცნებას, რომელიც მე უნდა გამეკეთებინა, აუცილებლად გავაკეთებ. მას უნდოდა, რომ დიდი წარმატებისთვის მიმეღწია. რაც მთავარია, მინდა, შევასრულო, რასაც შევპირდი – პროექტი „12 ქვეყნის „იავნანა“, რომელიც გიორგისა და მისი მეგობრის პროექტი იყო“, – განაცხადა ფოჩხუამ „თბილისელებთან“ საუბრისას.

წყარო: თბილისელები 

კომენტარები

სხვა სიახლეები