რისგანა ჩნდება ნაოჭები – ერთ – ერთი მიზეზი საღეჭი რეზინია

სილამაზე და ახალგაზრდობა რომ შევინარჩუნოთ, ათასგვარ კოსმეტიკურ საშუალებას მივმართავთ, ზოგჯერ საკმაოდ ძვირად ღირებულს. არადა აღმოჩნდა, რომ სულ უბრალო ჩვევები სილამაზისთვის გაღებულ ჩვენს ძალისხმევას ერთიანად  ყრის წყალში. ვერც ერთი კოსმეტიკა ვერ დაგეხმარებათ, თუ ქვემოჩამოთვლილი ჩვევები გახასიათებთ.

საღეჭი რეზინის სიყვარული
mshoblebi
ჯანსაღი სუნთქვის მოთხოვნილება სარეკლამო სლოგანებიდანვე ჩნდება. თუ ეს ჩვევადაც გექცათ, ნაოჭების გაჩენის რისკიც დიდია. ქვედა ყბის გამუდმებული მოძრაობის გამო ცხვირის და ტუჩების ირგვლივ კანი არაბუნებრივ ფორმას იძენს. ამიტომ საღეჭი რეზინი ჯობია დრაჟეებით ან საწუწნი კანფეტებით შეცვალოთ.

მზისგან დამცავი კრემების იგნორირება
mshoblebi
კანის მიმართ მზის სხივების უარყოფით ზემოქმედებაზე ყველას გაგვიგია და ვიცით. ამის მიუხედავად, თამამად ვეფიცხებით მზეს პლაჟზე ან ფარფლებიანი ქუდის გარეშე ვმოძრაობთ დღის განმავლობაში. თუ ამ დროს მზისგან დამცავ კრემს არ იყენებთ, 40-45 წლის შემდეგ ამ შეცდომის შედეგს საკუთარი თვალით ნახავთ.

დასუფთავების ზედმეტი სიყვარული
mshoblebi
კანის მოვლა-დასუფთავება თავის მოვლის აუცილებელი ნაწილია. განსაკუთრებით ხშირად ვიტარებთ ამ პროცედურებს, როცა ცხიმიანი კანი ან აკნე გვაწუხებს. სამწუხაროდ, კანის წმენდის ფანები, რომლებიც ნაირ-ნაირ სკრაბებსა და პილინგებს მიმართავენ, ხშირად ზომიერების შეგრძნებას კარგავენ. თუ კრაბს კვირაში 2-ჯერ მეტად მოიხმართ და თან სხვადასხვა გამწმენდ საშუალებას ან ლოსიონს ამატებთ, დროა შეჩერდეთ. კოსმეტიკური საშუალებებით კანის ბუნებრივ გარემოსა და ph ბალანსს არღვევთ. შესაბამისად, მიკრობების წინააღმდეგ კანის იმუტეტიც ქვეითდება. თანდათან, შეუმჩნევლად მიხვალთ სახის კანის გამოშრობამდე, რაც ნაოჭების გაჩენის ერთ-ერთი მიზეზია.

დილაობით გამწმენდი საშუალებების გამოყენება
mshoblebi
დიახ, ღამით გამწმენდი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება აუცილებელია, მაგრამ დილაობით ეს პროცედურები სულ არ არის საჭირო. ლოგინში, ძილში ხომ არ დაიბინძურებდით კანს? დილაობით სუფთა წყლით პირის დაბანა საკმარისია. მხოლოდ კოსმეტიკური ყინული შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ბალიშისპირის იშვიათად შეცვლა
mshoblebi
თეთრეული დაახლოებით კვირაში ერთხელ უნდა შეცვალოთ, მაგრამ ბალიშისპირზე ამ დროის განმავლობაში უამრავი ბაქტერია იბუდებს. ეს კიდევ არაფერი – თმის მუსი და ლაკი ჯერ ბალიშისპირზე გადადის და მერე თქვენს სახეს ედება. მისი შემადგენელი ქიმიური ელემენტები კი ცუდად მოქმედებს კანზე და ნაადრევ დაბერებას უწყობს ხელს. ამიტომ ბალიშისპირი 2-3 დღეში ერთხელ შეცვალეთ.

ძილის ნაკლებობა
უძილობა უამრავ ისეთ პრობლემას იწვევს, რომლებზეც არც კი ფიქრობთ. ერთ-ერთი კი ნაადრევი სიბერეა. როცა ძილი გაკლია, ორგანიზმი ბალანსის აღდგენას ვერ ახერხებს. ეს კანის უჯრედებსაც ეხება. თუ გინდათ, რომ 50 წლის შემდეგაც ლამაზად გამოიყურებოდეთ, ღამის ცხოვრებაზე უარი თქვით – ლამაზებს ღამით სძინავთ.

არასწორ პოზაში ძილი
mshoblebi
მუცელზე წოლა და ლოყით ბალიშზე მიხუტება ბევრს უყვარს. წარმოიდგინეთ, ამით რამდენ ხანს აფერხებთ ნორმალურ სისხლის მიმოქცევას, კანი კი “ზეწოლის” ქვეშაა. ნაოჭებისთვის ეს ხელსაყრელი გარემოა. ეცადეთ, ზურგზე ან გვერდზე წოლას მიეჩვიოთ.

ფერისმჭამელების ამოღება
ამ ქმედებით კანის ტრავმირებას და შიგნით ინფექციის შეღწევას უწყობთ ხელს. დასრესილი და დაზიანებული კანის ადგილას კი იარა ან ნაოჭი ჩნდება.

არ იყენებთ ჰაერის დამატენიანებელს.
როცა ოთახში ძალიან ცხელა, ეს კანსაც ეტყობა. ჰაერის დამატენიანებელი ამ დროს აუცილებელია. მით უმეტეს, თუ ხალხმრავალ დახურულ გარემოში გიწევთ ყოფნა.

ეწევით
სიგარეტი და სიბერის შეჩერება ურთიერთგამომრიცხავია. ეს სიგარეტის კოლოფსაც აწერია და სიმართლეა.

წყარო:http://www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები