რიკი მარტინმა ქალს 90 000 დოლარის სანაცვლოდ აკოცა (ვიდეო)

ანა პაოლა დინიზი ის ქალია, რომლსაც მომღერალმა რიკი მარტინმა ვნებიანად 90 000 დოლარის სანაცვლოდ აკოცა. კოცნა ვარსკვლავთან ბრაზილიაში გამართულ საქველმოქმედო საღამოზე აუქციონის ერთ-ერთი ლოტი იყო. საღამოზე ფულს შიდსთან ბრძოლის სხვადასხვა ორგანიზაციისთვის აგროვებდნენ. ანა პაოლა დინიზის შენატანი 90 000 დოლარი იყო, რისთვისაც მან კუმირს ტუჩებში ვნებიანად აკოცა.
შეგახსენებთ, რიკი მარტინმა რამდენიმე წლის წინ საზოგადოებას განუცხადა, რომ გეი იყო და თავისი ახალი შეყვარებული ბიჭიც წარადგინა.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=Y_JFFYLZhSk&feature=youtu.be[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები