“რიკი მარტინის თუ ელტონ ჯონის ოჯახში ასჯერ უფრო ჯანსაღი ბავშვები გაიზრდებიან”-გურამ შეროზია ოჯახის სიწმინდეზე
ბლოგერი გურამ შეროზია, ოჯახის სიწმინდის დღეს, სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ის წერს, რიკი მარტინის თუ ელტონ ჯონის ოჯახში, ასჯერ უფრო ჯანსაღი ბავშვები გაიზრდებიან, ვიდრე იმ კომენტარების ავტორების ოჯახებში, რომლებმაც მის ერთ-ერთ პოსტზე დააკომენტარეს.
“გილოცავთ ოჯახს სიწმინდის დღეს! 💙😃
პ.ს. ბლოგზე დავდე გუშინ ძაან გვიან და დილით 300-მდე კომენტარი დამხვდა – სულ ფაშისტური და ძალადობრივი.
ბავშვების უფლებები არ ირღვევა ????
ჰო აი შე უტვინო, აქ ირღვევა და ორსქესიან ოჯახში, სადაც მამა დედას უტყაპუნებს, ყანწის ჩაცლის მერე დედის ტრაკს აგინებს, სახეში სიგარეტს უბოლებს, საოცრებებს აყურებინებს – იქ იდეალურადაა ყველაფერი. მხოლოდ აქ არის განგაშის ზარი შემოსაკრავი.
და შემედავეთ ახლა, რომ რიკი მარტინის თუ ელტონ ჯონის ოჯახში ასჯერ უფრო ჯანსაღი ბავშვები გაიზრდებიან, ვიდრე ამ სადისტური კომენტარების ავტორების ოჯახებში!”,-წერს გურამ შეროზია სოციალურ ქსელში.