რით ხიბლავთ გარშემომყოფებს და რა გაქცევთ დაუვიწყარ ქალად, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ქუჩაში თვალს გაყოლებენ მაშინაც კი, როცა კარგ ფორმაში არ ხართ? ხშირად გამოთქვამენ თქვენი გაცნობის სურვილს? ან, პირიქით, ფიქრობთ, რომ მუდმივად შეუმჩნეველი ხართ და არასდროს გამოირჩეოდით თაყვანისმცემელთა სიმრავლით? მაშინ აუცილებლად გაიგეთ, რა არის თქვენი მომხიბვლელობის საიდუმლო, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:

ვერძი ქალების უმთავრესი მახასიათებელი თვალებია. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ძირითადად ცისფერი, მწვანე ან ჭროღა თვალები აქვთ. კიდევ ერთი სპეციფიკური დეტალია ჭორფლი. ამიტომ ბევრ ვერძ ქალს აქვს კანზე პიგმენტური ლაქები, თუმცა ვერავინ იტყვის იმას, რომ ეს მათ მიმზიდველობას რამეს აკლებს. ვერძების უმრავლესობა ასევე მოწითალო-ჟღალი ელფერის მქონე თმის ფერით გამოირჩევა (საუბარია ბუნებრივ თმის ფერზე).

კურო ქალების მთავარი “მესიჯი” სხეულის მომრგვალებული, ფუმფულა ფორმებია. განსაკუთრებით ამ მხრივ თეძოების არე გამოირჩევა. კუროების უმრავლესობა გამხდარიც რომ იყოს, მაინც ძვალმსხვილი იქნება. კანი მკვრივი აქვთ, ამიტომ სიმსუქნე ამ ქალებს არასოდეს ამახინჯებ. პირიქით, სექსუალურ შარმსა და მომხიბვლელობას სძენს მათ, გრაციოზულ მანერებსა და ემოციების ფლობის გასაოცარ უნართან ერთად.

ტყუპი ქალების ცნობა უმეტეს შემთხვევაში მიმიკებითა და ჟესტიკულაციით შეიძლება. თუ ვინმე გაუთავებლად ქაქანებს და საუბარში ხელებსაც აქტიურად იშველიებს, უდაოდ ტყუპი ქალი იქნება. ვინაიდან ტყუპი გაორებულ ნიშანს წარმოადგენს, ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ხშირად ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალების შემთხვევაში, სხეულის მარჯვენა-მარცხენა მხარეებს შორის გარკვეული ასიმეტრია წარმოიქმნება. თუმცა ეს ასიმეტრია არასოდესაა თვალშისაცემი ან გამაღიზიანებელი.

კირჩხიბი ქალის ცნობა ორი რამით შეიძლება – წინ წამოწეული ქვედა ყბითა და მკერდის ზომით. ასაკის მიუხედავად, ქალ კირჩხიბს მკერდი ან უზომოდ დიდი აქვს ან საშუალოზე ბევრად პატარა. გარდა ამისა, თუ კარგად დააკვირდებით, მათ უმრავლესობას ხელები ტორსთან შედარებით უფრო გრძელი მოუჩანს. ხოლო ფეხები – უფრო მოკლე. კიდევ ერთი მახასიათებელი საიმისოდ რომ ქალი კიბო ადვილად ამოიცნოთ თვალებია… იშვიათად ნახავთ კირჩხიბს, რომელსაც მეტყველი, ძალიან ღრმა და ოდნავ სევდიან გამოხედვა არ ჰქონდეს.

ლომი ქალის ცნობა საზოგადოებაში მარტივზე მარტივი საქმეა. სულ რომ ვერ ერკვეოდეთ ასტროლოგიის ავან-ჩავანში, ეს ეპატაჟური და ამბიციური არსება ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ თქვენი ყურადღება მიიპყროს, თუ გარეგნობით და საქციელით არა, ნებისმიერი სხვა მეთოდით მაინც. ლომი ქალები, როგორც წესი, ხვეული თმითა და თვალის სპეციფიკური (კატისებური) ჭრილით გამოირჩევიან. ამასთან ერთად, მათი მანერები გამორჩეულად დედოფლური და გრაციოზულია.

ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალის ცნობა ძირითადად თვალებითა და სახის ნაკვთებითაა შესაძლებელი.ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს მომრგვალებული, ფოსოებში ღრმად ჩამჯდარი ულამაზესი თვალები აქვთ. უმეტესად მონაცრისფრო-მწვანე ან თაფლისფერი. ქალწულის კიდევ ერთი მახასიათებელი შტრიხი სახის დაწყობილი ნაკვთები და მუდამ მოწესრიგებული (ყოველგვარი ავანგარდიზმისგან შორს მყოფი) ვარცხნილობაა.

სასწორი ქალები მომხიბვლელები და უზომოდ ქალურები არიან. მათი ცნობა უპირველეს ყოვლისა ლოყაზე გაჩენილი ფოსოებით ე.წ. “ვენერას ნიშნებით” შეიძლება, რომელიც მათ უხვად უჩნდებათ სახეზე გაღიმების დროს. გარდა ამისა, ქალი სასწორის ცნობა ჩაცმის სტილის მიხედვითაც გაგიადვილდებათ. იგი ვერ იტანს შეუსაბამო სამოსს და ყოველთვის ცდილობს დახვეწილად გამოიყურებოდეს. მის გარდერობში ფერადი გამა დომინირებს, ხოლო
ვარცხნილობას მუდმივად ილამაზებს დეკორატიული სამკაულით.

მორიელი ქალის ამოცნობა ორი სპეციფიკური დეტალით არის შესაძლებელი – ხმითა და გამოხედვით. მორიელებს, როგორც წესი, მუქი ფერის თვალები აქვთ, თუმცა ცისფერთვალა მორიელიც ისეთივე მომნუსხველი მზერით გამოირჩევა, როგორც ყველა დანარჩენი მისი “თანამეზოდიაქოვე”. გარდა ამისა, ქალ მორიელებს ოდნავ ბოხი, მოგუდული ხმის ტემბრი და საუბრის აუჩქარებელი, მშვიდი მანერითაც იცნობთ.

მშვილდოსანი ქალი პირველ რიგში საკუთარი “ხმაურიანი ხასიათით” და თავქარიანობით მიიქცევს თქვენს ყურადღებას. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები ღიმილიანები, კონტაქტურები და საოცრად მეგობრულები არიან. მათ უყვართ ახალ-ახალი ნაცნობობის გაბმა და სიამოვნებით ერთვებიან უცნობებთან საინტერესო საუბარში. ქალი მშვილდოსანი გარეგნულად ორგვარი ტიპისაა – ქალაბიჭა, ხულიგნურად ჩაცმულ-დახურული მაწანწალა და დახვეწილი, გამორჩეულად გლამურული და ქალური. ერთი სიტყვით, ნამდვილი ლედი. თუმცა ამგვარი იმიჯის მიუხედავად, თავს ნუ მოიტყუებთ, აბეზარი თაყვანისმცემლების მოსაგერიებლად ისრები მასაც საკმარისად მოეძებნება.

თხის რქა ქალის ცნობა სახის გამომეტყველებით შეგიძლიათ. როგორც არ უნდა გამოიყურებოდეს, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალს საზოგადოებაში თავის დაჭერა და სიმშვიდე ახასიათებს. იგი იშვიათად ერთვება პირველი საუბარში და ყოველთვის ცდილობს სხვების აზრი გულდასმით მოისმინოს. გარეგნულად ქალი თხის რქა დახვეწილი და სოლიდურია. მისი ჩაცმის სტილი იშვიათადაა ავანგარდული… ნაკლებად ხმარობს ასევე მკვეთრ კოსმეტიკას ან ფერად აქსესუარებს.

მერწყულის “ურანული” ბუნება პირველ რიგში ჩაცმის სტილსა და ვარცხნილობაში ვლინდება. ამიტომ იისფრად თმაშეღებული, ჭიპზე პირსინგიანი და დახეულჯინსიანი მერწყული საკმაოდ ხშირი მოვლენაა. მეტყვით ამგვარი იმიჯით დღეს ძალიან ბევრი ახალგაზრდა დადის და ყველა მათგანი მერწყული ხომ ვერ იქნებაო. რა თქმა უნდა არა, მაგრამ მეეჭვება მერწყულზე უკეთ შეძლოს ვინმემ ბებიის დროინდელი ბუკლეს პალტო და ულტრათანამედროვე “სნიკერსები” უზადო გემოვნებით შეუხამოს ერთმანეთს და სიამოვნებით ატაროს. მერწყულს სწორედ ამ ორიგინალური შეხამების წყალობით იცნობთ.

 განაგრძეთ კითხვა:https://astrologi

კომენტარები

სხვა სიახლეები