დიზაინერმა ავთანდილ ცქვიტინიძემ ჟურნალ “სარკესთან” ინტერვიუში მისი მეუღლის მიმართ ბოლო დროს განვითრებული მოვლენების შესახებ ისაუბრა.
დიზაინერის განცახდებით, ბოლო პერიოდში მისი მისამართით საზოგადოების ნაწილისგან გაღიზიანებას გრძნობს. მას ეს ფაქტი აწუხებს, მაგრამ ცდილობს, ყველაფერი იუმორში გაატაროს და სხვებსაც ამას ურჩევს.
ცქვიტინიძემ, ასევე, ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა, რომელმაც დიზაინერის მეუღლის საგარეო საქმეთა მინსიტრის მოადგილის ხათუნა თორთლაძის ჩაცმულობა გააკრიტიკა.
“ეგ კიდევ რა საყვარელია! რით ვერ დაკავდა ამ ცხოვრებაში რამე უფრო მნიშვნელოვნით?! შავ-თეთრ პერანგზე მხრებზე მოდებული შავი პიჯაკი რატომ უნდა იყოს აჟიოტაჟის მიზეზი? ისიც თქვეს, გათბობა არ აქვს სამინისტროში და შესცივდაო.
ხათუნა რასაც იცვამს, უნდა იყოს ქალური, საქმიანი. ვერ ვხედავ მას ნაცრისფერ, მამაკაცურ პიჯაკსა და შარვალში. ძალიან უხდება “ფეშენ” ტანსაცმელი. საერთოდ, თუ უშნოდ აცვიათ პოლიტიკოსებს, გადაუვლიან და ლანძღავენ, ლამაზად აცვიათ და აგრესიაა მათ მიმართ”, – ამბობს დიზაინერი.