რთული დღეა, ახალმთვარეობა და მზის დაბნელება ერთად – მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს

დღეს ახალმთვარეობა და მზის დაბნელება ერთობლივად არის. შესაბამისად, რთული დღე იქნება, ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „ფორტუნასთან“ საუბრისას ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს:

„ახალმთვარეობის და მზის დაბნელების ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მოიმატებს ტრავმების და ავარიების, კონფლიქტების და დაპირისპირებების, ცდუნებების და შეცდომების დაშვების ალბათობა, გაძლიერდება მიდრეკილება აგრესიისა და დეპრესიისკენ. არ ღირს ახალი საქმის დაწყება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ოფიციალური დოკუმენტების და გარიგებების გაფორმება, რადგან ნებისმიერი წამოწყება მარცხით დასრულდება. აკონტროლეთ ემოციები, მოერიდეთ კამათს და გარშემომყოფებთან ურთიერთობის გარკვევას, უმჯობესია შემოიფარგლოთ ყოველდღიური საქმეებით და მაქსიმალურად მშვიდად გაიაროთ დღე.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ ჩაკეტილ, უჰაერო სივრცეს, გადატვირთვას და სიმძიმის აწევას. ჩაიცვით თბილად, რადგან მაღალია გაცივების ალბათობა. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, ხერხემალს და სახსრებს, მხრებს და ხელებს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, კრემისფერი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი და ნაცრისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აგატი, გიშერი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და სასწორს“, – აცხადებს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები