“რთული გვიანი შემოდგომა და ზამთარი გვექნება” – ამირან გამყრელიძე საზოგადოებას აფრთხილებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საზოგადოებას აფრთხილებს და აცხადებს, რომ კორონავირუსის გამო რთული შემოდგომა და ზამთარი ელის ქვეყანას:

„მსოფლიოშიც და ევროპაშიც ეპიდემია შესულია ყველაზე გახურებად ფაზაში და ეს არ დასრულდება ერთ ან ორ თვეში. შედარებით რთული გვიანი შემოდგომა და ზამთარი გვექნება.

მაგრამ ეს ყველამ ერთად უნდა გადავიტანოთ. გადავიტანოთ, პრევენციითა და სწორი მართვით. შინ და გარეთ უნდა ვატაროთ პირბადე. დავიცვათ დისტანცია, თავი შევიკავოთ შეკრებისგან.

მიუხედავად ბევრი მოწოდებისა, ქეიფებმა 22:00 საათის შემდეგ თბილისიდან მცხეთაში გადაინაცვლა. არ შეიძლება ამის კეთება. ამით ვეთამაშებით ცეცხლს იმიტომ, რომ ძირითადი გავრცელება სწორედ ასეთი შეკრებების დროს ხდება.

თუ ყველა წესს დავიცვათ, შედარებით ნაკლები დანაკარგით გავალთ ამ ეპიდემიიდან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები