”რვა თვის შემდეგ სკოლაში ცუდად გავხდი და შემდეგ გაიგო ოჯახმა, რომ ორსულად ვიყავი” – მე-11 კლასელი მეზობელ მამაკაცს გაუპატიურებაში ადანაშაულებს

მე-11 კლასელი მეზობელ მამაკაცს გაუპატიურებაში ადანაშაულებს. გოგონა ძალადობის შედეგად დაფეხმძიმდა, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ 8 თვის შემდეგ გაიგო.
„ჩემი კლასელი მოვიდა ჩემთან, მშობლები სახლში არ არიან და ჩემთან დარჩიო. ერთ ოთახში დავიძინეთ, ღამით მამა დაბრუნდა. შემოვიდა ოთახში, პირზე ხელი ამაფარა. გამაფრთხილა, თუ ვინმეს მოუყვები, შენს დედასაც მოვკლავ და მამასაცო და შენს დასაც იმავეს გავუკეთებო. დილით სახლში დავბრუნდი და არავისთვის არაფერი მითქვამს. რვა თვის შემდეგ სკოლაში ცუდად გავხდი და მერე გაიგო ოჯახმა, რომ ორსულად ვიყავი. ამის შემდეგ ამ კაცის ცოლი იყო მოსული ჩვენთან და გვითხრა, არ იჩივლოთ და ოქროს მოგცემთო“, – თქვა მე-11 კლასელმა გოგონამ.
გოგონას მშობლები მოძალადე მამაკაცის დასჯას ითხოვს, ხოლო თავად მამაკაცი დანაშაულს არ აღიარებს. მეტიც, მათი თქმით, გოგონას ორსულობის შემდეგ მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც სკოლიდან შეატყობინეს, რომ არასრულწლოვანი შეუძლოდ გახდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები