რვაწლიანი „პატიმრობის“ შემდეგ, დათვებმა ცხვარიჭამიის ტყეში გადაინაცვლეს

რვაწლიანი „პატიმრობის“ შემდეგ, თამაზ ელიზბარაშვილმა ცხოველთა თავშესაფრიდან ორი დათვი ცხვარიჭამიის ტყის ნაკრძალ-თავშესაფარში გადაიყვანა. როგორც თამაზ ელიზბარაშვილი სოციალურ ქსელში წერს, იგი სექტემბერში ცხვარიჭამიის ტყის ნაკრძალ-თავშესაფართან დაკავშირებით, საზოგადოებას უფრო ვრცელ ინფორმაციას შესთავაზებს.
„ამ საწყალმა დათვებმა 8 წელი გაატარეს პატარა გალიაში. გუშინ მათ მე და ჩემმა მეგობარმა, სოსო ჯიქურიშვილმა თავისუფლება ვაჩუქეთ. საქართველოში, ჩემი ინფორმაციით, კიდე 22 დათვია პატიმრობაში, საშინელ პირობებში და შველას ითხოვენ. მე და სოსომ გავაკეთეთ ცხვარიჭამიის ტყეში ნაკრძალი-თავშესაფარი სპეციალური ევროსტანდარტის ელექტროღობით 6 დათვზე, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. სექტემბერში გავაკეთებ განცხადებას ამ პრობლემის მოგვარების გზის შესახებ“, – წერს თამაზ ელიზბარაშვილი.


კომენტარები

სხვა სიახლეები