რესტორანი „საამო“ – კიდევ ერთი უნიკალური გასართობი ადგილი თბილისში!

ბოლო დროს თბილისში გასართობი ადგილების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა, თუმცა ცოტაა ისეთი ადგილი, სადაც კარგად გაერთობით, ამავდროულად გარემოთიც დატკბებით და გემრიელ კერძებსაც დააგემოვნებთ. ჰოდა, ამ ცოტა ადგილებს შორის ერთ-ერთი საუკეთესოა ბარ-რესტორანი ტერასა „საამო“, რომელიც ახლახან გაიხსნა, მაგრამ უკვე საკმაოდ პოპულარულია და როგორც ადგილობრივები, ისე უცხოელი სტუმრებიც საკმაოდ ხშირად სტუმრობენ. დაწესებულება მრავალკომპლექსიანია. პირველ სართულზე განთავსებულია ბარი, მეორეზე – კაფე-რესტორანი, ხოლო მესამეზე – ტერასა. სწორედ ტერასიდან და მეორე სართულის აივნებიდან იშლება სამების საკათედრო ტაძარზე და მთელ თბილისზე უნიკალური ხედი, რომელიც, თამამდ შეიძლება ითქვას, რომ ამ ადგილის სავიზიტო ბარათია.
„საამოს“ დამაარსებელი და დირექტორი, ქალბატონი მანანა ფიფია თვლის, რომ ეს მისთვის მხოლოდ ბიზნესი არაა და ცდილობს თითოეულ მომხმარებელს, როგორც ოჯახში მოსულ სტუმარს ისე გაუმასპინძლდეს.
„ამ სფეროს მიმართ ჩემი ინტერესი ოჯახიდან მომდინარეობს – სტუმართმოყვარე ოჯახში ვიზრდებოდი, სადაც სუფრა და კულინარია კულტი იყო… მამაჩემის და დედაჩემის ოჯახს ხუმრობით „ქართულ რესტორანსაც“ ეძახდნენ. ასე რომ, მე და ჩემს დებს ბავშვობიდან მოგვდევს სტუმრის მიღების და გამასპინძლების ტრადიცია. ჩვენთან დასაქმებულია ათამდე ადამიანი, რომლებიც თავისი საქმის პროფესიონალები არიან. გვყავს გამოცდილი მზარეულები, არაჩვეულებრივი ბარმენი, ყურადღებიანი მომსახურე პერსონალი… მოკლედ, ძალიან მეგობრული გუნდია და ერთი ოჯახივით ვართ. ალბათ ამის დამსახურებაა, რომ ჩვენი რესტორნის სტუმრები ისე გრძნობენ თავს, როგორც საკუთარ სახლში. სხვათა შორის, ამას აღნიშნავენ ქართველებიც და უცხოელი ტურისტებიც…“ – განმარტავს მანანა ფიფია.
„საამო“-ში ევროპული, ქართული და აზიურიკერძების დიდი არჩევანია, ასევე, ფართოა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ასორტიმენტიც. „განსაკუთრებული მოთხოვნა ქართულ კერძებზეა, მით უმეტეს, რომ ჩვენი რესტორანი ტურისტულ ზონაშია, უცხოელ სტუმრებს კი ყველაზე მეტად ქართული კერძების დაგემოვნება უყვართ. გარდა აღნიშნულისა, ჩვენთან მზადდება უგემრიელესი დესერტები და სხვადასხვა ტკბილეული… სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია, ფურშეტებისა და ბიზნესლანჩების ორგანიზებაც. ჩვენთან აქცენტი კეთდება ნატურალურ პროდუქტზე და ეს გამოგვარჩევს კონკურენტებისგან. აქ აბსოლუტურად ყველა კერძი მზადდება ადგილზე, ხარისხიანი, ახალი და 100% ნატურალური პროდუქტისაგან. უშუალო კავშირი გვაქვს ქართველ ფერმერებთან, რომლებიც ახალ და შემოწმებული ხორცპროდუქტებს, ბოსტნეულსა და ხილს გვაწვდიან. მიუხედავად იმისა, რომ ყველა პროდუქტი შემოწმებული და საიმედოა, ჩვენ მაინც დამატებით ყველაფერს ლაბორატორიულად ვამოწმებთ.“ – აცხადებენ „საამოში“ რესტორანში 19:00 საათიდან უკრავს ცოცხალი მუსიკა – უკრავს საქსაფონი, მღერის მომღერალი და კომპოზიტორი კაკი ბოლქვაძე. წვეულებებისთვის ცეკვის ან სიმღერის ფოლკორული ანსმბლის მოწვევაც შეგვიძლია. დღის განმავლობაში კი სტუმრები გემოვნებიან მუსიკას მოუსმენენ და მუსიკის ფონზე ჩვენი ტერასიდან გადაშლილი არაჩვეულებრივი ხედებით დატკბებიან.
რესტორანს გააჩნია კერძების ადგილზე მიტანის სერვისი, რაც ნებისმიერი კერძის მოკლე დროში, თბილისის ნებისმიერ უბანში მიტანას გულისხმობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები