ამერიკელმა რეპერმა, ლილ უეინმა, ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას შექმნილი ჯინსის ქურთუკი მოირგო, რომელზეც ქართველი პოეტების სახელები აწერია. ვეტმანის 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ეს ნაწილი ორი კვირის წინ ჩაეშვა გაყიდვაში. ჯინსის ქურთუკი, რომელსაც შოთა, ვაჟა და გალაკტიონი აწერია, 1,720 ფუნტი ღირს.