ნიკი მინაჟი საუდის არაბეთში იმღერებს

მომღერალი 18 ივლისს Jeddah World Fest-ის ფარგლებში მაყურებლის წინაშე პერფორმანსით წარდგება.

ამის შესახებ რეპერმა “ტვიტერის” საშუალებით ამცნო საზოგადოებას. ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

“წარმოიდგინე, იღვიძებ სამწლიანი კომის შემდეგ და პირველი, რასაც იგებ, არის ის, რომ ნიკი მინაჟი Jeddah World Fest-ს გახსნის საუდის არაბეთში. ამ დროს ფიქრობ, რომ პარარელურ სამყაროში გაიღვიძე”, – წერს “ტვიტერის” მომხმარებელი.

მსგავსი კომენტარები გვხვდება სხვა მომხმარებლებისგანაც: ” ნუთუ არავის “დაუგუგლავს” საუდის არაბეთში ნიკი მინაჟი?”

ამერიკელი რეპერი ქალი საზოგადოებისთვის  ეპატაჟური, გამომწვევი და სექსუალური იმიჯით არის ცნობილი.

საინტერესოა, როგორ შეხვდება საუდის არაბეთის მოსახლეობა ნიკი მინაჟისეული სტილის პერფორმანსსა და თვითონ მომღერალს.

nicki minaj-ის სურათის შედეგი

 

კომენტარები

სხვა სიახლეები