წარუმატებელი პლასტიკური ოპერაციების სერიის შემდეგ მსახიობი რენე ზელვეგერი გარეგნობაზე ექსპერიმენტების ჩასატარებლად კვლავ მზადაა. პაპარაცების მიერ გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ზელვეგერმა ამჯერად ტუჩები დაიბერა. ამას გარდა, ჩანს, რომ რენეს ყელზე კანი დაიჭიმა და ნაოჭები სრულად გაქრა. უცხოური პრესის ინფორმაციით, ინტერვიუებში რენე ამბობს, რომ სკეპტიკოსების შენიშვნებს არ ითვალისწინებს. მსახიობის მოსაზრებით, მთავარია შინაგანი ჰარმონია საკუთარ თავთან და საყვარელი მამაკაცის აღფრთოვანებული მზერა.
სხვა სიახლეები