რენე ზელვეგერი „ბოიფრენდის“ შვილებს ალიმენტს უხდის

46 წლის ჰოლივუდელი ვარსკვლავი რენე ზელვეგერი უკვე 2 წელია მუსიკოს დოილ ბრამჰოლს ხვდება. რენეს რამდენიმე წარუმატებელი რომანი ჰქონდა, ახლა კი ყველა ინტერვიუში ამბობს, რომ მან იპოვა თავისი ოცნების მამაკაცი.
მის მეგობრებს და ახლობლებს კი განსხვავებული შეხედულება აქვთ. მათი აზრით, ბრამჰოლი რენეს მხოლოს ფულის გამო ხვდება, რადგანაც მომღერალს ბოლო 20 წელია შემოსავალი აღარ აქვს და რენე უზრუნველყოფს მას ფინანსურად და ალიმენტსაც უხდის დოილის შვილებს. რენე უარს ამბობს გაითვალისწინოს ახლობლების შეხედულება და თავს ბედნიერ ქალად თვლის.

კომენტარები

სხვა სიახლეები