რევოლუცია კონტრაცეფციაში: უკვე მალე!

როგორც იქნა, ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტები და მოუხერხებელი პრეზერვატივები სამუდამოდ წარსულს ჩაბარდება! ასევე, საზიზღარი პროცედურის ვასექტომიის შესახებაც მალე დაივიწყებთ და ეს ყველაფერი გერმანელი გამომგონებლის, კლემენს ბიმეკის დამსახურებაა.
20 წელზე მეტია ის მუშაობდა მოწყობილობაზე Bimek SLV-ზე, რომელიც „სპერმის გადამრთველს“ წარმოადგენს.
ბიმეკის ჩანაფიქრის მიხედვით, ქირურგიულ14112028_1077043652332773_832882429_nი ჩარევის საშუალებით, ეს მოწყობილობა მამაკაცის სათესლე არხებში უნდა მოთავსდეს და მომხმარებლის სურვილისამებრ სათესლე არხის ჩაკეტვა იქნება შესაძლებელი.
მოწყობილობა Bimek SLV მოქმედებს, როგორც სარქველი, რომელიც სპერმატოზოიდებს სპერმაში მოხვედრის საშუალებას არ აძლევს და ეაკულაციის დროს პარტნიორს დაორსულებისგან იცავს.
„სპერმის გადამრთველი“ ჯანმრთელობისთვის საზიანო საერთოდ არ არის. მისი იმპლანტაცია ამბულატორულ პირობებში ადგილობრივი ანესთეზიით ხორციელდება და მოქმედების ვადა უსაზღვრო აქვს. ჯერჯერობით Bimek SLV ერთადერთმა ადამიანმა, თავად გამომგონებელმა გაიკეთა, მაგრამ ის აპარატის კლინიკური ცდების ჩატარებას და 2018 წლისთვის ბაზარზე გამოტანას აპირებს.

წყარო: http://galanews.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები