რევაზ გაბრიაძის თოჯინების თეატრთან მდებარე საათი 17 მონუმენტურ საათს შორის მოხვდა

მსოფლიოს ქალაქებში მოგზაურობისას შეხვდებით ულამაზეს, ორიგინალური დიზაინის მონუმენტურ საათებს, რომლებსაც საკუთარი ისტორიები აქვთ.
ამერიკული გამოცემის, Atlasobscura-ს გამოკითხვის მეშვეობით, შეირჩა 17 ერთმანეთისგან განსხვავებული მონუმენტური საათი. ამ საათებს შორის რევაზ გაბრიაძის თოჯინების თეატრთან მდებარე საათიც მოხვდა.
მომხმარებელი, რომელმაც საქართველოში არსებული საათი დაასახელა, წერს, რომ მან საქართველოში 2016 წელს იმოგზაურა და თბილისში სეირნობის დროს შენიშნა უჩვეულოდ გადახრილი საათის კოშკი.
„2016 წელს ვიმოგზაურე ულამაზეს ქვეყანაში – საქართველოში და თბილისში შევამჩნიე უჩვეულოდ გადახრილი საათი კოშკი, რომელიც შავთელის ქუჩაზე მდებარეობს, შენობას კი “გაბრიაძის თეატრი” ეწოდება. რევაზ გაბრიაძე თოჯინების ცნობილი ქართველი ოსტატია. სწორედ მის მიერ არის დაარსებული თეატრი, სადაც ეს უჩვეულო საათი შევნიშნე. საათის ქვემოთ იხსნება ეკრანი და აჩვენებს ცხოვრების წრეს ახალგაზრდა წყვილით, ქორწინებით, ბავშვებითა და დაკრძალვით”, – ასე აღწერა საქართველოში მოგზაურმა ტურისტმა რევაზ გაბრიაძის საათი.

კომენტარები

სხვა სიახლეები