“რეალის“ თავმდამსხმელის რონალდუს ახალი მეგობარი გოგონა „ბარსელონას“ ფანია (ფოტო)

 

მადრიდის „რეალის“ თავმდამსხმელის, ქრიშტიანუ რონალდუს ახალი მეგობარი გოგო და შესაძლოა, მომავალში შეყვარებული – მექსიკელი ალეხანდრა მანრიკესია. უცხოური მედიის ცნობით, ალეხანდრა „ბარსელონას“ ფანია. თუმცა, როგორც ჩანს ამას რონალდუს და მის ახალ მეგობარს საერთო ენის პოვნაში ხელი არ შეუშლია. ფეხბურთელთან ერთობლივი ფოტოები მანრიკესმა საკუთარ გვერდზე ინსტაგრამში გამოაქვეყნა. რონალდუსთან ერთად ვახშმის ფოტოების გარდა რამდენიმე დღის წინ გოგონამ სოციალურ ქსელში ასევე დადო ფოტო, რომელზეც რონალდუს ეხვევა და დაწერა: წილად მხვდა ბედნიერება, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად მეფრინა. საინტერესოა, რომ ადრინდელი ფოტოების თანახმად ალეხანდრა „რეალის“ ფანია. მას ფოტო კლუბის მაისურშიც აქვს გადაღებული.

კომენტარები

სხვა სიახლეები