რა ხდება გურამ შეროზიასა და პეტრე კოლხის ქალიშვილს შორის? — „საერთოდ არ არის პედოფილია“ – ვიდეო

ბლოგერი, ლექტორი, პოეტი და ახლა უკვე მომღერალიც. გურამ შეროზიამ ახალი ამპლუა მოიგო და ამით, საზოგადოების დაინტერესებაც გამოიწვია. კლიპში, სადაც სიყვარულზე მღერის პარტნიორად პეტრე კოლხის ქალიშვილი, მარი კვარაცხელია აირჩია. კლიპის რომანტიმზმა საზოგადოებაში კითხვები დაბადა. ჩვენ გადავწყვიტეთ გადაგვემოწმებინა, რეალურად რა ხდება მარისა და გურამს შორის. 

— გურამ, როგორც ვნახეთ, ახალი ამპლუა მოირგე და კლიპიც ჩაწერე….

— დიდი ხანია ვმღერი, რაღაც პერიოდი პაუზაც მქონდა, მერე განვაახლე. სიმღერის ჩაწერის იდეა უბრალოდ გამიჩნდა, გადავწყვიტე, ავდექი და ჩავწერე. იმდენად მარტივად მოგვარებადი სურვილი იყო, არც მიფიქრია ბევრი

შემდეგ, მუსიკასთან ერთად ბარემ ვიდეოც მქონდესმეთქი ვიფიქრე, გამიკეთა მეგობარმა და გადავიღეთ ერთ დღეში, ყოველგვარი ზედმეტი ფინანსური ხარჯის გარეშე. ერს არ ესმის ის, რომ მე ეს კლიპი ევროვიზიაზე გასატანად არ ჩამიწერია და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში გადაღებულ, ბევრი შემდგარი მომღერლის კლიპს მაინც ჯობია, უხარისხობის მიუხედავად — ზედმეტად სერიოზული მიდგომა საჭირო არ იყო.

— და რატომ მარიამი? საზოაგოდებაში ამან კითხვები გააჩინა…

— მარიამი იმიტომ, რომ არ მინდოდა დარჩენილიყო, როგორც მღვდლის შვილი, მდინარეზე გადაღებული ფოტოებით, როცა ვიცი მისი პოტენციალი. მისი როლიც, საერთოდ არ არის პედოფილია, როგორც მავანები უწოდებენ, მიუხედავად იმისა, რომ ის 14 წლისაა და მე 28, ანუ ორჯერ უფროსი. აღქმაც ორაზროვანია, არსად ჩანს, რომ აუცლებლად შეყვარებულები ვართ, მეგობრებადაც შეიძლება ჩვენი განხილვა კლიპში.

 — ეს კლიპი იყო განაცხადი, რომ გურამ შეროზია ქართული შოუ-ბიზნესის ნაწილი ხდება?

— მუსიკალურ შოუ ბიზნესში თავის დამკვიდრებას არ ვაპირებ, უბრალოდ, როცა რაღაც შემიძლია, არ ვთვლი დანაშაულად, ეს დავაფიქსირო, თუნდაც სიმღერის ჩაწერით, ან კლიპით, ან ხატვით, ან წიგნის გამოცემით, ან ბლოგ პოსტის დაწერით, თუ საჯარო ლექციის ჩატარებით. საზოგადოებას, რომლებიც სრულყოფილად გაერთნენ ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩემს კლიპზე ჭორაობით, მინდა სიამოვნებით ვაცნობო, რომ მალე მეორე სიმღერასაც ჩავწერ და კიდევ ერთხელ გავულამაზებ შავ-თეთრ ცხოვრებას, კლიპზე აქცენტირებას იქაც არ გავაკეთებ, შესაბამისად დაე მისცენ კრიტიკას გზა ფართო

— და მაინც, მარიამთან არაფერი გაკავშირებს? 

— კლიპში რაც გვაკავშირებს ის ვიდეოს გარეთ რა თქმა უნდა არ გვაქვს.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=c_MhPurLMTI[/youtube]

წყარო:http://venue.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები