რა წერილი მისწერა ირაკლი შიხიაშვილს ქალიშვილმა

ლიკუნა შიხიაშვილმა მამას სოციალური ქსელის საშუალებით ემოციური წერილი მისწერა, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ: “ამბობენ სიყვარული არ ისწავლებაო. ალბათ ასეც არის. მშობლის თვალებში დანახული სიყვარულის ნაპერწკლები საკმარისია, იმისთვის რომ შენც სულსა და გულში გადმოგედოს, რაღაც აუხსნელი, რაც არ გაძლევს საშუალებას გაჩერდე. რაც გაიძულებს ყოველდღიურად გახდე ოდნავ უკეთესი, ვიდრე იყავი. მეტად გიყვარდეს. ერთხელ მითხრა ცხოვრებაში მხოლოდ, ერთი დიდი მიზანი უნდა გქონდეს, დანარჩენი ყველაფერი საშუალება უნდა იყოს ამ მიზნის მისაღწევადო. ეს დიდი მიზანი უფლის და სამშობლოს მსახურებაა, ამაზე დიდი სიხარული არ არსებობსო. ადრე გამეღიმა ამ სიტყვებზე. ახლა ცოტა მბურძგლავს ხოლმე. ძნელი ყოფილა. მაგრამ ეს თვალები, სულში ჩამწვდომი მზერით იმედის მზესავითაა და რა ვქნა. გაიცანით, მამა-ჩემი. ჩემი, ჩემი, ჩემი” – წერს ლიკუნა შიხიაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები