რა წამოაძახა საზოგადოებამ შალვა ნათელაშვილს – „ლეიბორისტების“ ლიდერს ფეისბუქში წარსული შეახსენეს (ვიდეო)

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს შალვა ნათელაშვილს, სოციალურ ქსელში წარსულს ახსენებენ. ფეისბუქის სხვადასხვა გვერდსა და ჯგუფში ჰიტად იქცა ნათელაშვილის 2008 წელს ჩატარებული ბრიფინგი, როცა ის, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, პრემიერის პოსტს ბიძინა ივანიშვილს სთავაზობდა.
„ძვირფასო თანამემამულენო! პატივი მაქვს, გაუწყოთ, რომ ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ ქვეყნის პრემიერ- მინისტრის პოსტს ვთავაზობ ცნობილ მეცენატს და ბიზნესმენს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ბატონ ბიძინას ვთხოვთ, დაიწყოს კონსულტაციები ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასთან, ეროვნული ერთიანობის კოალიციური მთავრობის შექმნაზე, რომელსაც შემდგომ მოიწონებს უწმინდესი და უნეტარესი და წმინდა სინოდი.
ეს იქნება ჭყონდიდელის საქართველოს კონცეფციის განვითარება, რასაც ჩვენ ვპირდებით საქართველოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანდიდატურა, რომელიც შევთავაზეთ საქართველოს, არის ზეპარტიული, არის სრულიად მისაღები ყველა ჩვენი მოქალაქისთვის. მან გაიარა გზა რიგითი ადამიანიდან ასეთ სიმაღლეებამდე. ჩაატარა ქველმოქმედება უანგაროდ, ისე რომ არ მოუთხოვია არანაირი, ტაში, მადლობა, თანამდებობა“,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

https://www.youtube.com/watch?v=BroZAGQebDg

 

კომენტარები

სხვა სიახლეები