რა ჩასჩურჩულა ატირებულმა ბიჭუნამ რომის პაპს (ვიდეო)

რომის პაპი ფრანცისკე რომის გარეუბანში მრევლს შეხვდა.

შეხვედრაზე პატარა ბიჭუნამ, ემანუელმა, რომელსაც რომის პაპისთვის კითხვის დასმის საშუალება მიეცა, მიკროფონთან მისვლისას, სათქმელს თავი ვერ მოუყარა და ატირდა. ამის შემდეგ პატარა ემანუელი რომის პაპმა თავისთან მიიხმო და უთხრა, რომ სათქმელი მისთვის ყურში ეთქვა. როგორც გაირკვა, პატარა ემანუელის მამა, რომელიც მორწმუნე არ იყო, ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.

პაპმა ფრანცისკემ შეკრებილებს უთხრა, რომ ბიჭუნამ მას შემდეგი კითხვა დაუსვა: არის მამაჩემი სამოთხეში?

კომენტარები

სხვა სიახლეები