ფორმულა „კრეატივის“ პროდიუსერი, მიშა მშვილდაძე „ხელოვნური სუნთქვის“ ახალ სეზონზე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს, თუმცა სერიალის შინაარსის დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.
“მეც, როგორც მაყურებელს, ზუსტად ასეთი მოლოდინი მაქვს, თუმცა სერიალი იმისაა, რომ მოულოდნელობებით იყოს აღსავსე, ასე რომ, დაველოდოთ მეორე სეზონის პირველ სერიას. ახალი პერსონაჟები, რა თქმა უნდა, შემოვლენ და თან არცთუ ცოტა. 14 სექტემბრიდან დაიწყება „ხელოვნური სუნთქვა“.
თანამედროვე მაყურებელს აინტერესებს ადამიანური სისუსტეები, რადგან ხვდება, რომ უნაკლო არავინაა და გმირის მიმართ, რომელიც მოწყვლადია, შეცდომებსაც უშვებს და სისუსტესაც ამჟღავნებს, მაგრამ ცდილობს და ძალიან ინდომებს, რომ თავის ღირებულებებს და პრინციპებს არ უღალატოს, პრობლემები გადაჭრას, მაგრამ არც ისეთი ძლიერია, რომ ეს ადვილად შეძლოს, მაყურებელს მეტი თანაგრძნობა და თანაგანცდა უჩნდება. ვფიქრობ, შოთას გმირის მიმართაც ასეთი დამოკიდებულებაა, მისი სისუსტეები და პრობლემები ცხადად ჩანს, მაგრამ მისი ჯიუტი სიკეთე მაინც დადებითად განგაწყობს მის მიმართ. თამუნა ცალსახად – ძლიერი, ჭკვიანი, განათლებული, ლამაზი, გამბედავი და სიახლეების მიმართ გახსნილი, დამოუკიდებელი, საქმიანი და ამავდროულად საკმაოდ თბილი, პლუს ველოსიპედით, აუზით და ცხოვრების ჯანმრთელი წესით – ეს ყველაფერი ერთად ძალიან საინტერესო ქალს ქმნის. – უამრავი მაყურებელი ჰყავს „ჩემი ცოლის დაქალებს“, თუმცა, ამ ეტაპზე „ხელოვნურმა სუნთქვამ“ყველანაირი რეკორდი მოხსნა. როგორ გგონია, დრამა უყვარს ქართველ მაყურებელს? – „ჩემი ცოლის დაქალების“ რეიტინგი ძალიან მაღალი და სტაბილურია, ეს, კარგი გაგებით, ძველი და კარგად გამოცდილი სატელევიზიო პროდუქტია, შესაბამისად, ტელევიზორში „ჩემი ცოლის დაქალების“ ყურების ჩვევა ბევრად უფრო გამჯდარია მაყურებელში და ამიტომაც მისი საშუალო რეიტინგი ოდნავ უფრო მაღალია, ვიდრე „ხელოვნური სუნთქვის“. თუმცა „ხელოვნური სუნთქვის“ რეიტინგიც, რაც ყველაზე სასიხარულოა, სერიიდან სერიამდე სტაბილურად მზარდია და გარდა ამისა, უამრავი ადამიანი უყურებს ორივე სერიალს ინტერნეტშიც, რაც მაძლევს საფუძველს დავასკვნა, რომ ჩვენს მაყურებელს დრამაც უყვარს და კომედიაც, თუ კარგად არის გაკეთებული“,-განაცხადა მშვილდაძემ.
სხვა სიახლეები