რა შემთხვევაში უნდა მიიღონ სიცხის დამწევი კოვიდინფიცირებულებმა – ამირან გამყრელიძის რჩევა საზოგადოებას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართავს და განმარტავს, რომელი სიმპტომების შემთხვევაში უნდა მიმართონ ექიმს.

„ყველამ უნდა იცოდეს, რომ როდესაც გვაქვს ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, ხველა და ასევე, კოვიდის ერთ-ერთი მთავარი ნიშნები, როგორიც არის: ყნოსვის, გემოს დაკარგვა, შესაძლოა, ახლდეს – განსაკუთრებით ბავშვებში – დიარეა, აუცილებელია დავუკავშირდეთ ექიმს “112”-ის საშუალებით და ექიმმა მართოს ჩვენი სიტუაცია. ექიმი გეტყვით, თუ საჭიროა თქვენი სახლში დარჩენა და უმეტესობას ბინაზე მკურნალობა სჭირდება, უმეტესობას არ სჭირდება წამალი.

მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ, სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, შეიძლება, იყოს კოვიდი. ამიტომ, უნდა დავრჩეთ სახლში და სახლიდან კონტაქტი გვქონდეს ჩვენს ოჯახის ექიმსა და “112”-თან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები