ბერლინში, Obama Foundation-ის საქველმოქმედო ღონისძიებაზე, აშშ-ის ექსპრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ ნათქვამი ხუმრობა მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა. მისი თქმით, მეუღლე – მიშელ ობამა იმ შემთხვევაში დაშორდება, თუკი კვლავ დააპირებს პრეზიდენტობას.
„მიშელი ჩემგან წავა, თუ კვლავ დავაყენებ ჩემს კანდიდატურას“, – თქვა ობამამ.
ცოტა ხნის წინ, მიშელ ობამამ მემუარები გამოაქვეყნა, რომლებიც ბესთსელერი უკვე გახდა. აღსანიშნია, რომ წიგნმა უფრო გააღვივა მოარული ხმები იმის შესახებ, რომ თავად მიშელი აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.
სხვა სიახლეები