რა შემთხვევაში განახევრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა? – ამირან გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეების 95% შინ და გარეთ ვატარებთ პირბადეს, მომავალ 2-3 კვირაში განახევრდება ინფიცირებულთა რაოდენობა.

„ვირუსის შეკავება 1 და 2 დღეში ვერ მოხდება. ვირუსის შეკავებას სჭირდება სინქრონიზებული მუშაობა – სახელმწიფოს, ექიმების და, რაც მთავარია, მოსახლეობის. თუ 95%-ში შინ და გარეთ ვატარებთ მუდმივად პირბადეს, მომავალ 2-3 კვირაში განახევრდება ინფიცირებულთა რაოდენობა.

მოვილაპარაკოთ, შევთანხმდეთ საზოგადოება და ექიმები, რომ ყველამ ყველგან ვატაროთ პირბადე. დავიცვათ ეს მარტივი რეკომენდაცია და ინფიცირებულთა ოდენობა ქვეყანაში განახევრდება.

განახევრებაა, როცა 5 000-დან ჩამოხვალ 2 500-ზე. 2 500-დან რომ ჩამოხვიდე 1 000-სა და 700-ზე, გვჭირდება ის შემზღუდველი ღონისძიებები, რაც დღეს ქვეყანაშია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები