ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში ფერმერმა აზადურ რაჰმანმა, მრავალსართულიანი კორპუსის სახურავზე ფერმა მოაწყო. მას და თავის ძმას ბავშვობიდან უყვარდათ ძროხები. მათი ოცნება იყო, რომ თავიანთი ფერმა ჰქონოდათ.
„10 წლის წინ ვიყიდეთ ერთი ძროხა. შემდეგ ვიფიქრეთ, რომ ძროხა მარტოსულად გრძნობდა თავს და მეგობარი მოვუყვანეთ. როდესაც ჩვენს ბავშვებს სახლში ნატურალური რძე გაუჩნდათ, მისი ყიდვის სურვილი მეზობლებმაც გამოთქვეს, ვინაიდან მაღაზიის რძეს დიდად არ ენდობოდნენ. ასე დაიწყო ჩვენი ბიზნესი სახურავზე“,- აცხადებს ბანგლადეშელი ფერმერი.
ჩინელმა ფერმერმა პენ ციგენმა კი, კორპუსის სახურავი ბრინჯისა და სხვადასხვა ბოსტნეულის მოსაყვანად გამოიყენა. საამისოდ სახურავის ზომა – 120 კვადრატული მეტრი, სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.
ექსცენტრიულმა პროფესორმა პეკინიდან, ჩჟენ ლიმ, უკანონო მშენებლობას წლები შეალია. მან მრავალსართულიანი კორპუსის თავზე ქვის ვილა მოაწყო.
ლონდონში კი უცნაურ კინოთეატრს შეხვდებით. Hot Tub Cinema პროექტორი და ცხელი აბაზანა უშველებელი კორპუსის თავზეა განთავსებული. „იდეა სპონტანურად გაჩნდა. მის დაბადებას კი ხელი ალბათ იმან შეუწყო, რომ სახლში თავად მაქვს მსგავსად მოწყობილი კინოთეატრი. რა არის იმაზე უკეთესი, რომ საყვარელ ფილმს აბაზანიდან შეხედო“, – აღნიშნა პროექტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა აშერ შერმანმა.