რა შეზღუდვები იხსნება 29 მაისსა და 8 ივნისს

“თბილისში 29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის, მათ შორის, მეტროს მუშაობა აღდგება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, შეზღუდვები იხსნება რესტორნებზე, სასტუმროებსა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტზეც.
“29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის, მათ შორის, მეტროს მუშაობა აღდგება.
შემდგომი ორშაბათიდან, ანუ 8 ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ, იმოქმედონ, იმუშაონ.
8 ივნისიდან გაიხსნება ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ ამაზე კონკრეტული სახის ნებართვა”, – განაცხადა პრემიერმა.

 

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები