რა შეემთხვა ნეკა სებისკვერაძეს და რატომ უხდის ის პოლიციას მადლობას

მომღერალი ნეკა სე­ბის­კვე­რა­ძე პოლიციას მადლობას უხდის. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა,
რამდენიმე დღის წინ  წყნეთში მისი აგარაკი გაქურდეს.

“მადლობა არასდროსაა ზედმეტი…
რამდენიმე დღის წინ ჩემი აგარაკი გაქურდული დამხვდა. ვისაც ეს გამოცდილი გაქვთ, გეცოდინებათ, რამხელა სტრესიცაა. წარმოუდგენლად სწრაფად შეძლო პოლიციამ საქმის გახსნა და მოპარული ნივთების აღმოჩენა. დიდი მადლობა წყნეთის პოლიციის თანამშრომლებს თავდაუზოგავი და ოპერატიული შრომისათვის. გამიმართლა, რომ საქმე ასეთი პროფესიონალების ხელში მოხვდა. განსაკუთრებული მადლობა წყნეთის პოლიციის ხელმძღვანელს, მალხაზ გოგიაშვილს, მისი გუნდი სამაგალითო აღმოჩნდა!”, – წერს მომღერალი.

კომენტარები

სხვა სიახლეები