რა შედეგს მოუტანს სამყაროს პუტინ-ობამას მოლაპარაკება – პოლიტიკა და ასტროლოგია

მესამე მსოფლიო ომის საფრთხე
პოლიტიკა და ასტროლოგია, მაინცდამაინც ვერ “მეგობრობენ” საკუთარი პრინციპებიდან გამომდინარე. თუმცა, არსებობს ასტროლოგიაში განხრა ე.წ. “მუნდანური ასტროლოგია”, რომელიც ქვეყნებისა და ერების ბედს იკვლევს. ეს კი დამეთანხმებით ძალზე საინტერესო რამაა. თუმცა, ამჯერად საუბარი მუნდანურ ასტროლოგიაზე კი არა, ზედ მთვარის დაბნელებისას დანიშნულ პუტინ-ობამას შეხვედრაზე გვექნება.

რუსეთი ასტროლოგიის “დიდი აკვანია” და ამაზე არავინ დავობს. ამ ქვეყანაში საკმაოდ მაღალ დონეზეა აყვანილი ასტროლოგიის როგორც ცოდნა, ისე პრაქტიკულად გამოყენება. თუმცა, ეჭვი მეპარება იმაში, რომ თავად ვლადიმერ პუტინიც ასე თუ ისე (ოღონდ სათავისოდ) იყენებს ასტროლოგთა კონსულტაციებს. სხვა როგორ ავხსნათ ის ფაქტი, რომ მისი და პრეზიდენტ ობამას შეხვედრა მაინცდამაინც 28 რიცხვში, მაინცდამაინც მთვარის დაბნელებისას ე.წ. “სისხლიან მთვარეზე” დაიგეგმა. შემთხვევითობაა ვითომ? რა ვიცი, რა ვიცი…

რუსი ასტროლოგი და პოსტსაბჭოთა სივრცეში აღიარებული პროფესიონალი ვასილისა ვოლოდინა კი საკმაოდ საინტერესოდ ეხმაურება ზემოხსენებულ მოვლენას. მისი აზრით, შემთხვევითობა არ არის ის, რომ დღე ორი პრეზიდენტის შესახვედრად ზუსტად 28 რიცხვში შეირჩა. დაბნელებისას და მის შორიახლოს მდებარე თარიღებში, როგორც წესი, ისეთი საქმეების წამოწყებაა მიზანშეწონილი, რომელიც

დიდ მასშტაბებს, დიდ მოგებას, მაგრამ ამასთან ერთად, დიდ შრომასა და მონდომებას მოითხოვს. მოკლედ, როგორც ვხვდებით “დიდ კუშზე” მიდის საუბარი ორ, ზესახელმწიფოს ლიდერს შორის. ეს პერიოდი ასევე კარგია თვითპიარისა და მასიური “სპექტაკლების” დასადგამად. მაგრამ აქვე ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ მთვარე ერთ-ერთ ყველაზე კონფლიქტურ – ვერძის ზოდიაქოში დაბნელდა.

ამასთან ერთად, გრადუსის მიხედვით, ამ დღის ახსნა ასეთია – “ადამიანი, რომელიც ცდილობს გამდიდრებას, თუმცა, მალე იმასაც დაკარგავს, რასაც აქამდე ფლობდა”. ამ დღეს ასტროლოგიაში ამაო ენერგიის ხარჯვა, უმიზნო ნადირობა და რესურსების არამიზნობრივად გამოყენება შეესაბამება. ხოლო მთვარის დღეების მიხედვით მის სიმბოლოს გველი (ვირთხა) წარმოადგენს. ასეთ პერიოდში სიტუაცია შესაძლოა წამის მეასედში გახდეს უმართავი. თუმცა, მოვლენები, რომელიც მთვარის დაბნელებისას ჩაეყარა საფუძველი სამომავლოდ საზოგადოებამ შესაძლებელია გაათმაგებული ეფექტით იხილოს. არ აქვს მნიშვნელობა რას ამბობს მასმედია (ან რა სახის ინფორმაციას მიიტანენ მასმედიამდე), ამ დღის მთავარი მესიჯია ის, რომ “სერიოზული ვაჭრობა” ასე მარტივად არ დასრულდება. მით უმეტეს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მთვარე ცეცხლოვანი ვერძის ზოდიაქოში დაბნელდა. ვერძს კი მარსი მართავს – ომისა და უმართავი აგრესიის პლანეტა. ვფიქრობ, არსებობს გონივრული ეჭვი იმისა, რომ დღევანდელი მოვლენები მესამე მსოფლიო ომის წინაპირობად ჩავთვალოთ.

წყარო: http://www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები