ლონდონში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის სტუმრებს შეუძლიათ ახალი დესეტრი დააგემოვნონ. ნაყინი, რომელიც დედის რძისგან მზადდება, 14 ფუნტი სტერლინგი ღირს და მას მარტინის ფუჟერით მოგართმევენ. ნაყინს “ბეიბი გაგა” ჰქვია და გარდა მთავარი ინგრედიენტის – დედის რძისა, ვანილის ექსტრაქტსა და ლიმონის ცედრას შეიცავს.
რესტორანი რძის მომწოდებლებს 10 უნცია რძეზე 15 ფუნტს უხდის. თუმცა რძეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იბარებენ, თუ მომწოდებელი სრულ სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
სხვა სიახლეები