ტენისის ვარსკვლავმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მაიამიზე რამდენიმე მილიონად ღირებული სამსაძინებლიანი აპარტამენტი შეიძინა, რომლის არქიტექტორულ დიზაინზეც რენზო პიანო მუშაობდა.
ნოვაკ ჯოკოვიჩი დაბადებულია სერბეთში, ჩოგბურთელი მსოფლიოში ნომერ მე-2 ჩოგნად ითვლება. მან არ გაამჟღავნა, რა თანხა გადაიხადა ასეთ ძვირადღირებულ აპარტამენტში, მაგრამ ასეთი შენობის სამი საძინებელი უზარმაზარი აივნით 5,9$ მილიონ დოლარიდან იწყება, ეგრეთ წოდებული ფუფუნების კონდომინი ჯერ კიდევ მშენებარეა და მის დასრულებას 2018 წლისთვის ვარაუდობენ. აქ კვადრატული მეტრის ფასი 1400-7000 ფუნტ სტერლინგიდან მერყეობს.
29 წლის ჩოგბურთელის აპარტამენტს უმშვენიერესი პანორამული ხედი აქვს.
“ეს ყველაფერი ჩემთვის და ჩემი მეუღლის, ჟელენათვის სრულყოფილი ცხოვრების წესს უზრუნველყოფს”, -აცხადებს ჩოგბურთელი.
MAINSON GLOBAL- ი აპარტამენტის და მისი მიმდებარე პეიზაჟის ფოტოებს ავრცელებს.