რა ურთიერთობა აკავშირებს თინა კანდელაკს მკვლელობაში ბრალდებულ სენატორთან

პოპულარულმა ტელეწამყვანმა თინა კანდელაკმა რუსი სენატორის რაუფ არაშუკოვის დაპატიმრების შესახებ კომენტარი გააკეთა. კანდელაკმა მათი მეგობრობის შესახებ გულწრფელად ისაუბრა. მისი თქმით, სენატორს იცნობდა, როგორც ძალიან მეგობრულ და კეთილისმსურველ ადამიანს.
„პირველი დღე არ არის, რაც რაუფს ვიცნობ, მეზობლურად ვურთიერთობდით, ერთად ვიცავდით დიეტას და დილაობით დავრბოდით“, – წერს წამყვანი თავის „ტელეგრამზე”.
მან ასევე აღნიშნა, რომ სენატორის დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია მისთვის „სამწუხარო სიურპრიზი“ გახდა და სხვებს მოუწოდა, არ დაარღვიონ კანონი, რათა არ გახდნენ სამართალდამცველების მომდევნო სამიზნეები.
ამას გარდა, კანდელაკმა დაამატა, რომ მას დასამალი არაფერი აქვს და არ აპირებს წაშალოს სოციალური ქსელებიდან მისი და რაუფის საერთო ფოტოები.
სენატორი რაუფ არაშუკოვი რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. მას ბრალს სამი მუხლით სდებენ. ესენია – დანაშაულებრივ დაჯგუფებაში მონაწილეობის მიღება, მოწმეებზე ზეწოლა და მკვლელობა. არაშუკოვი წინასწარ პატიმრობაშია და ამ ეტაპზე, ორი თვის ვადით არის დაკავებული. მამამისს კი ბუნებრივი აირის მიტაცებაში სდებენ ბრალს.

კომენტარები

სხვა სიახლეები