რა უნდა გავითვალისწინოთ გათბობა-ვენტილაციის სისტემის მონტაჟისას?! – სპეციალისტის რჩევები

ზამთრის დადგომასა და აციებასთან ერთად, სულ უფრო აქტუალური ხდება სახლებში გათბობა-ვენტილაციის სისტემის მოწყობა. რაუნდა გავითვალისწინოთ ამ დროს და რა საფრთხეებს შეიცავს ამ სისტემების არასწორი მონტაჟი?! თემაზე გათბობა-ვენტილაცია-კონდიცირების ინჟინერი, კომპანია  აირმაქსის დირექტორი მიროსლავ გოსედლო გვესაუბრება, რომელიც საქართველოში, კომპანია„აირმაქსის“ მოწვევით, უკრაინიდან ჩამოვიდა.

 ბატონო მიროსლავ, დავიწყოთ მთავარით  რა საფრთხეები არსებობს ვენტილაციის სისტემის არასწორი მონტაჟისას?
– მოდინებით-გაწოვის ვენტილაციის კონსტრუქცია მრავალი ელემენტისგან შედგება – ჰაერმიმღები ცხაური, ფილტრები, ჰაერისსარქველები, ჰაერის შემთბობი, ვენტილატორი, ხმაურდამხშობი, ჰაერსატარები, მართვის სისტემები. მოწყობილობის შერჩევის შემდეგუმნიშვნელოვანესი ამოცანაა სწორი მონტაჟი, რადგან ვენტილაციის არასწორ მონტაჟს ბევრი ნეგატიური შედეგი მოსდევს – მაგალითად, ხარვეზები სისტემის მუშაობისას, ავარიული სიტუაციები, მარგი ქმედების კოეფიციენტის შემცირება და შენობაში ჰიგიენურიმდგომარეობის გაუარესება.

 მოწყობილობის სწორად შერჩევაც, როგორც ჩანს, არანაკლებ მნიშვნელოვანი საქმეა
– დიახ, რა თქმა უნდა. აუცილებლად უნდა იყოს მაღალი ხარისხის და სანდო, ექსპლუატაციაში გამოცდილი. მაგალითად, კომპანია„აირმაქსი“, რომლის მოწვევითაც ჩამოვედი საქართველოში და ამჟამად დირექტორი გახლავართ,  მსოფლიოში ცნობილ ბრენდებთანთანამშრომლობს. ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ: მოდინებით-გამწოვი დანადგარები (AHU) VBW და VTS – ის ბრენდის; SALDA-სბრენდის ვენტილატორები; Climaveneta-ს ბრენდის ჩილერები და ფანკოილები; «Raut»-ის ბრენდის ავტომატიკა; Lennox-ის ბრენდის რუფტოპები და სხვ. მათ შორის გამოირჩევა Climaveneta-ს ბრენდის ჩილერები რომლებიც წარმოებულია იტალიაში. მწარმოებელიკომპანია ეკუთვნის ისეთ ბრენდს, როგორიც არის Mitsubishi Electric. ეს ბრენდი გამოირჩევა ძალიან მაღალი ხარისხით და შედარებითშეღავათიანი ფასით. ჩვენ ასევე გვაქვს ისეთი პროდუქცია, როგორიც არის, თბოიზოლაცია, ცხაურები, ჰაერსატარების საკომპლექტაციომასალები. კომპანია „აირმაქსი“, გარდა იმისა, რომ მომხმარებელს ხარისხიან უცხოურ მოწყობილობებს სთავაზობს, პროდუქციას თავადაცაწარმოებს.

 კონკრეტულად რა სახის პროდუქციას აწარმოებთ?
– ადგილზე ვაწარმოებთ ჰაერსატარებს, ხმაურდამხშობებს და სხვა საკომპლექტაციო მასალებს ვენტილაციის სისტემებისთვის. ჩვენისაწარმო აღჭურვილია ჩეხური და პოლონური დანადგარებით, რაც ჩვენ მიერ დამზადებული პროდუქციის მაღალ ხარისხს განაპირობებს.

 როგორ მუშაობს კომპანია მას შემდეგ, რაც შეკვეთას მიიღებს?
– შეკვეთის მიღების შემდეგ კომპანიის თანამშრომლები დამკვეთთან ეტაპობრივად მუშაობენ: პირველ რიგში, ვითვალისწინებთ შენობისტექნიკურ მოთხოვნებს და, რა თქმა უნდა, დამკვეთის სურვილს. შემდეგ, წინასწარ შედგენილი გეგმის შესაბამისად, პროექტირდება სავენტილაციო სისტემა, ისე რომ თითოეული პუნქტი გააანალიზებულია მაღალი კლასის სპეციალისტების მიერ. მომდევნო ეტაპიადოკუმენტაციის შემუშავება, აზომვების გაკეთება და დანადგარების შერჩევა და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ქსელის მონტაჟი. სამუშაოსრულდება მაქსიმალურად ოპერატიულად და მაღალი ხარისხით. პროექტირებისას კომპანია „აირმაქსი“ ეყრდნობა მსოფლიოსტანდარტებს, რის გამოც შეცდომების ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი.

 რამდენი ხანია, რაც აირმაქსი არსებობს და რა გამოარჩევს მას მსგავსი კომპანიებისგან?
– არსებული ბრენდით კომპანია ბაზარზე 2012 წელს წარდგა, თუმცა სხვა ბრენდით ჯერ კიდევ 2003 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანიაში მუშაობენ 20-წლიანი გამოცდილების მქონე, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, მათ შორის უცხოელები. „აირმაქსის“ ძირითადი საქმიანობა გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირების პროექტირება, მონტაჟი და ამ სისტემების მომსახურებაა და, მინდააღვნიშნო, რომ ამ სფეროში კომპანია ერთ-ერთი ლიდერია საქართველოს მასშტაბით. ჩვენ მიერ დაპროექტებულ და დამონტაჟებულსისტემები გამოირჩევა ხარისხით და მუშაობს გამართულად. ამასთან, საკუთარი წარმოება და უცხოელ მწარმოებლებთან  პირდაპირიკონტაქტი საშუალებას გვაძლევს, მომსახურებასა თუ პროდუქციაზე, კონკურენტ კომპანიებთან შედარებით, შეღავათიანი ფასებიგვქონდეს. ასე რომ, „აირმაქსთან“ თანამშრომლობა ნამდვილად მაღალი ხარისხის გარანტიაა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები