რა უთხრა დაკავებისას ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა ოკუპანტებს – “საზღვარი ვიცი მე ფსოუზე”

რა საზღვარი? რის სახელმწიფო? სახელმწიფო საზღვარი ვიცი მე ფსოუზე და როკის გვირაბთან, – ასე უპასუხა ტრავმატოლოგ ორთოპედთა კავშირის თავმჯდომარემ ვაჟა გაფრინდაშვილმა ოკუპანტების მიერ დასმულ შეკითხვას: რატომ დაარღვია საზღვარი?

„როცა ვაჟა გაფრინდაშვილი(ექიმი) ოკუპანტებმა დააკავეს და ჰკითხეს სახელმწიფო საზღვარი რატომ დაარღვიეო?მან უპასუხა: რა საზღვარი? რის სახელმწიფო?სახელმწიფო საზღვარი ვიცი მე ფსოუზე და როკის გვირაბთანო! და კიდევ, ჩემს ქვეყანაში სახელმწიფო ენა ქართულია, რუსულად არ დაგელაპარაკებითო! აი ასეთ მოქალაქეებზე დგას ქვეყანა“, – დაწერა სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ხაზთან 9 ნოემბერს დააკავეს. მას ორთვიანი ე.წ. პატიმრობა შეუფარდეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები