რა ტენდენციებს მოიტანს 20 აპრილის მზის დაბნელება – რამაზ გიგაურის პროგნოზი

დღეს, 20 აპრილს, თბილისის დროით 8:13 საათზე მზის დაბნელება იყო. ამის შესახებ, ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში წერს:
“როგორც აპრილის ასტროლოგიურ პროგნოზში ვწერდი, დღეს 20 აპრილს, თბილისის დროით 8:13 საათზე მზის დაბნელება იყო (ეს დაბნელება დაიწყო ინდოეთის ოკეანეში, გადაიარა ჩრდილოეთ-დასავლეთი ავსტრალია, ინდონეზია, პაპუა-ახალი გვინეა და წყნარ ოკეანეში დასრულდა).
მზის ეს დაბნელება ვერძის ზოდიაქოს ბოლო, 30-ე გრადუსში დაფიქსირდა, რომელიც ასტროლოგიური თვალსაზრისით მიანიშნებს დამასრულებელ ციკლზე, ახლის შენების იმედით ძველის ნგრევაზე, ასევე გადაღლაზე და ფიზიკურ-მატერიალურ გამოფიტვაზე.
აქედან გამომდინარე, უახლოესი ექვსი თვე ცივილიზებული მსოფლიოსთვის იქნება ბევრი ციკლის დამასრულებელ ფაზაში გადასვლა და ეს გამოვლინდება როგორც ინდივიდუალურ, ისე გლობალურ დონეზე.
დაბნელების ეს ციკლი გრძელდება ექვსი თვე, თუმცა ე. წ. „დაბნელების დერეფანი“ გაგრძელდება 20 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ ეს ორკვირიანი პერიოდი ითხოვს.
თუმცა თუ სხვა ასტროლოგიურ სისტემებსაც გამოვიყენებთ, მაშინ ამ რთულმა პერიოდმა მოსალოდნელია ერთი კვირით გადაიწიოს, ანუ 27 აპრილს დაიწყოს (მზის დაბნელებიდან ერთ კვირაში) და გაგრძელდება 12 მაისამდე (მთვარის დაბნელებიდან ერთ კვირის შემდეგ).
სწორედ 27 აპრილი – 12 მაისი იქნება ის კრიზისული ციკლი, რომელსაც შესაძლოა ვუწოდოთ „რღვევა“.
ეს ძირითადად ორი კუთხით გამოვლინდება:
1. გარდატეხა რუსეთ-უკრაინის ომში,
2. შესაძლო ფინანსური კრიზისი.
ბუნებრივია, რუსეთ-უკრაინის ომში მოსალოდნელია ეს იყოს უკრაინის კონტრშეტევა ან რაიმე მკვეთრი გადამწყვეტი ცვლილება, რომელიც შეცვლის არსებულ სტატუს-კვოს და თითქოს და „დასტაბილურებულ“ ფრონტის ხაზის ცვლილებას გამოიწვევს. ეს იქნება ახალი ეტაპი, რომელიც გამორჩეული იქნება მკვეთრი და ენერგიული იმპულსებით.
რაც შეეხება ფინანსურ კრიზისებს, რაც არ უნდა პარადოქსულად მოგვეჩვენოს, შესაძლოა ამის პირველი ნიშნები ამერიკის შეერთებულ შტატებში გაჩნდეს. თუ 15 მაისამდე ამერიკის ეკონომიკურ ბაზარზე სტაბილურობა შენარჩუნებული იქნა, მაშინ ეს იძლევა ძალიან დიდ იმედს, რომ 2023 წლის შემოდგომამდე სერიოზული გართულებები ნაკლებად იქნება. თუმცა თუ 27 აპრილიდან 15 მაისამდე პერიოდში ამერიკის რომელიმე მსხვილ ბიზნეს-კომპანიას ან საბანკო სისტემას სერიოზული პრობლემა შეექმნა, არ არის გამორიცხული პანიკის გამო „დომინოს პრინციპი“ ამუშავდეს.
თუმცა მაინც მგონია, ვიმედოვნებ, რომ ფინანსური კრიზისის რაიმე ნიშნების გაჩენის შემთხვევაშიც კი, ეს არ იქნება იმ მასშტაბის ფინანსური კრიზისი, რომელიც 2008 წელს სწორედ ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაიწყო და მთელ მსოფლიოს მოედო.” – წერს ასტროლოგი.

კომენტარები

სხვა სიახლეები