რა სწერს ნუცა თოფურია გიორგი ნარმანიას “მხოლოდ ქართულის” დატოვების შემდეგ და რა პოსტი გამოაქვეყნა თავად ნარმანიამ

გასულ ორშაბათს მუსიკალური პროექტი “მხოლოდ ქართული” გიორგი ნარმანიამ დატოვა. ახლა უკვე პროექტის ფინალისტმა ნუცა თოფურიამ ნარმანიას პოსტი მიუძღვნა, სადაც ბოდიშს უხდის.
“გიორგი ნარმანია, არ ვიცი როგორ დავიწყო და რა გითხრა, იმდენად დამნაშავედ ვგრძნობ თავს გუშინდელი დღის მერე. მართლა, მოსვენებას ვერ ვპოულობ. არ ვიცი, არ გეგონოს, რომ თავს ვიმართლებ, პირიქით, ასე დამნაშავედ თავი არასდროს მიგრძვნია. შენ კარგად გამიცანი და იცი, რომ ის ემოცია შენი წასვლით გამოწვეული არ იყო, უბრალოდ გუგას დარჩენა გამიხარდა და შევეგებე ასეთი ემოციით. ეს იყო პირველი წამები, პირველი ემოცია, სანამ გავიაზრებდი საერთოდ რა მოხდა. უდიდეს ბოდიშს გიხდი, არ ვიცი, როგორ გამოვისყიდო ჩემი დანაშაული შენს მიმართ. უბრალოდ მაპატიე”, – წერს თოფურია.
თავად გიორგი ნარმანია, როგორც ჩანს სულაც არ განიცდის პროექტის დატოვებას.
“მიყვარხართ და მეამაყებით, ჩემო საყვარელოოო გულშემატკივრებოოოოოო. ცხოვრება მშვენიერია, რა დროს გულის გატეხვააააა, წინ არის ყველაფერიიიიიიიიიი”, – წერს ნარმანია.

კომენტარები

სხვა სიახლეები