რა სურთ ქალებს სინამდვილეში? – იგავი, რომელიც ყველამ უნდა გაიზიაროთ

ერთხელ მეფე არტური, სხვა მეფემ შეიპყრო და საპყრობილეში ჩასვა. შემდეგ შეიწყალა და უთხრა, რომ იმ შემთხვევაში გაუშვებდა, თუ ერთ რთულ შეკითხვაზე უპასუხებდა. მეფე არტურს მხოლოდ ერთი წელი ჰქონდა პასუხის მოსაფიქრებლად, და თუ პასუხს ვერ გასცემდა – დასჯიდნენ.

შეკითხვა: “რა სურთ სინამდვილეში ქალებს?”

მეფე არტურმა სამეფოს ყველა ქალი დაკითხა, თუმცა პასუხი ვერავინ გასცა. ბოლოს უთხრეს, რომ ერთ კუდიან ბებრუხანას შეეძლო პასუხის გაცემა, მაგრამ ეს ძვირად დაუჯდებოდა. მეფეს სხვა გზა აღარ ჰქონდა, წავიდა და ჰკითხა თუ რას ითხოვდა სანაცვლოდ.

ჯადოქარმა მეფის საუკეთესო რაინდზე, გავაინზე გათხოვება ისურვა. ჯადოქარი მახინჯი, ბებერი, საზიზღარი ქალი იყო, ერთადერთი კბილით.

არტურმა თქვა, რომ არ სურდა ამის გაკეთება ეიძულებინა მეგობრისთვის და სიკვდილი ამჯობინა. გავაინმა კი უპასუხა, რომ არტურის სიცოცხლე მთელი სამეფოსთვის მნიშვნელოვანი იყო და ის მზად იყო ბებერ და საზიზღარ ჯადოქარზე ექორწინა. ამის შემდეგ ჯადოქარმა არტურს კითხვაზე უპასუხა.

არტური სიკვდილს გადაურჩა, ყველას უხაროდა და ქორწილის დღეც ახლოვდებოდა. რაინდი გავაინი ნამდვილი ჯენლტმენი იყო, როცა კუდიანი ბებრუხანა ამაზრზენად იქცეოდა ქორწილის დღეს.

ქორწინების ღამეს, გავაინმა გული

გაიმაგრა და საძინებელში შევიდა. მის თვალწინ იწვა ყველაზე მშვენიერი ქალი, რომელიც ოდესმე ენახა.

მან გაკვირვებულმა იკითხა, თუ რა მოხდა. ჯადოქარმა უპასუხა, რომ კარგად მოქცევისთვის, როცა მახინჯი და საშინელი იყო, მადლიერების ნიშნად, ის თანახმაა პერიოდულად ახალგაზრდა ლამაზმანად გადაიქცეს, პერიოდულად კი კვლავ – კუდიანი ბებრუხანა იქნება.

შემდეგ ჰკითხა, თუ როგორი სურდა ის რაინდს დღისით და როგორი ღამით. გავაინი დაფიქრდა და არჩევანის უფლება ჯადოქარს გადაულოცა. მას შემდეგ, რაც კუდიანმა ეს გაიგო, მან თქვა, რომ სამუდამოდ ლამაზმანი იქნებოდა, რადგან გავაინი მას აფასებს და უფლებას აძლევს თვითონვე განკარგოს საკუთარი ცხოვრება.

რა არის ამ ისტორიის მორალი?

მორალი ასეთია – არ აქვს მნიშვნელობა ლამაზია თქვენი ცოლი თუ მახინჯი, სულელი თუ ჭკვიანი. ყველაფერ ამის უკან მაინც კუდიანი ჯადოქარი დგას..

 

წყარო: www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები