წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია, გადაგიტრიალდათ ტვინი და მიიღეთ ასეთი უცნაური გადწყვეტილება, მუშაობთ მარკეტინგის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში.
იღვიძებთ ფიქრით, რა უნდა ამ ხალხს, რითი არიან უკმაყოფილოები ? „ხალხი“ შეიძლება იყოს კომპანია სადაც მუშაობთ, მისი კლიენტები, თქვენი კლიენტები , თქვენი კლიენტის სიდედრები და ა.შ
ამ ფიქრით იძინებთ ,ისევე როგორც იღვიძებთ, ათვალიერებთ ფეისბუქს, დადიხართ მაღაზიებში, ჩადიხართ მეტროში, უიმედოდ შესცქერით ადამიანების თვალებში, იქნებ სულის სარკემ მაინც გასცეს მათი ფარული ზრახვები.
ამ უიმედობას თავისი მიზეზები აქვს, მეორე კლასში სიყვარული აუხსენით გოგოს, რომელსაც აღმოჩნდა რომ თქვენი თანამერხელი ნიკუშა მოსწონდა, მეშვიდე კლასში კაცთმოძულე გეოგრაფიის მასწავლებელს დააბრალეთ ფლირტი დარაჯ ალბერტასთან , პირველ კურსზე გამომცდელს საგამოცდო ბილეთში 10 ლარიანი ჩაუდეთ და მისი კივილით გაართეთ უნივესიტეტის მეექვსე კორპუსი, კოჭლს სასიმამამროს თხილამურებით დაადექით და ა.შ
ადამიანებს ყველაზე მეტად გვსურს, გამოვიცნოთ სხვა ადამიანების სურვილები და საკუთარი სურვილების შესასრულებლად გამოვიყენოთ ისინი.
ხშირად შევდივართ შეხვედრაზე და ისეთი სახით ვუსმენთ მოსაუბრეს, როგორც ახალბედა ქართველი ვაჟკაცი მამა ატირებულ შვილს.
რა თქმა უნდა, სიტუაცია სულ ასეთი უიმედო არ არის, ხშირად დაგვისწრია ადამინებისთვის მათი სურვილების გამოცნობა, გვიჩუქებია საოცნებო საჩუქრები და გვიმღერია მელოდია რომელსაც ისინი დიდი ხანია ვერ იხსენებდნენ.
რა სურთ ადამიანებს და მათთან დაახლოებულ პირებს, არის ის რუბიკის კუბიკი, რომლის აწყობაში კომპანიების მარკეტინგების და პიარის სპეციალისტების თითებს შორის, ყოველწლიურად ასობით მილიონო დოლარი მიედინება .
ამ თემაზე ბევრს ფიქრობენ და მსჯელობენ სოციოლოგები, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც რეკლამის ან მარკეტინგის მესიჯის მიზნობრიობას და სიზუსტეს ამოწმებს .
ამ საკითხთან დაკავშირებით, ორი ამბავი მაქვს, ორივე ძალიან კარგია, ერთი რაც ზუსტად ვიცით, რომ არსებობს მოცემულობა, რომელიც ყველა ადამიანს სურს, ჩვენ უბრალოდ გვინდა რომ ბედნიერები ვიყოთ.
სანამ მხრებს აიჩეჩთ, შუბლს შეჭმუხნით და ერთ-ერთი იაფფასინ პოპულისტად ჩამთვილით, მეორე კარგ ამბავს გეტყვით, ინგლისელმა მეცნიერებმა დაადგინენს, თუ რა გვსურს ჩვენ ყველას გარესამყაროსგან, ანუ იმ ადამიანებისა თუ კომპანიებისგან, რომელთაც კბილები უწაკწაკებთ იმისთვის, რომ თვის დასწყისში ან ბოლოში ჩარიცხული ხელფასი დაგვახარჯინონ და კიდევ მრავალათაისანი კრედიტებიც აგვაღებინონ .
მაშ ასე, პატარა ჩამონათვალი იმისა თუ რისი მიღება გვსურს გარესამყაროსგან
ჩვენ გვინდა : ვიშოვოთ ფული, დავზოგოთ ფული, დავხარჯოთ ფული
დავზოგოთ დრო, დავზოგოთ ენერგია , ძალისხმევა,მივიღოთ მეტი კომფორტი, ვიყოთ ლამაზები, ჯანმრთელები, სუფთები, წარმატებულები, ენერგიულები, პოპულარულები.
გავექცეთ ტკივილის, დავეწიოთ გართობას, ვიყოთ მისაღებები, ვიყოთ აქტულურები, განსახვავებულები, ერთნაირები. დავიცვათ უსაფრთხოება,ოჯახი, დაგვიცვან ჩვენ, მოგვისმინონ, გაგვიზიარონ, ვიყოთ მოდურები, არ დავემონოთ მოდას, გვქონდეს ლამაზი ნივთები იაფად, არ გაგვაკრიტიკონ, ხიფათში არ ამოვყოთ თავი, გვქონდეს თავგადსვლები და შვილიშვილისათვის მოსაყოლი ისტორიები,გვქონდეს საიდუმლოები, ვიყოთ ღია, მივიღოთ სამყრო მთლიანად, მიგვიღოს სამყარონ როგორებიც ვართ, ჩავეხუტოთ მშობლებს, ვაკოცოთ შვილებს, ვეთამაშოთ მეგობრებს, მოვუგოთ მეგობრებს, წავაგოთ სიყვარულთან,ვიყოთ ამაყები, დამთმობები, მოქნილები .
მე დავიღლე მეგობრებო, სიტყვების მარაგი ამომეწურა, ერთი კი ვიცი, ჩვენ ყველას ერთი რამ გვაერთიანებს, ბედნიერების დაუძლეველი სურვილი .
ასე რომ გვახსოვდეს ეს ფრაზა, იმისთვის რომ უკეთ გავუგოთ ერთმანეთს, ბედნიერ 2015 წელს გისურვებთ !
სხვა სიახლეები