დღეს, უკრაინაში, კოსტიოლნის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენები, სოციალურ ქსელებზე პირდაპირპროპორციულად აისახა და მიხეილ სააკაშვილის დღევანდელმა მოქმედებებმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
ვებმომხარებლების ძირითადი ნაწილი ექსპრეზიდენტის სახურავზე ასვლამ გაახსლისა: „მიჰა ჰამოდი“, „კრიშა-მიშა“, „სახურავის ბინადარი მიშა“, „კარლსონს პროპელერმა უმუხთლა“, „ჩამოდი, ჭამე და ადი“ და ა.შ.
ერთად გადავავლოთ თვალი სოციალურ ქსელში გავრცელებულ გამოხმაურებებს:
„ახლა კიევშიც იქნება 5დეკემბრის ქუჩა“, – ლალი მოროშკინა.
„ანეკდოტი წინასწარ ადვოკატი: – სასამართლოს გადაწყვეტილებამდე გაათავისუფლეთ. პროკურორი: – რომ მიიმალოს? ადვოკატი: – რა უნდა მიიმალოს, პასპორტი გაუუქმეთ და ძალით შემოვარდა ქვეყანაში“,- გიორგი ჯანელიძე.
„ორჯერ არჩეული პრეზიდენტი, თავისი კარიერის პიკზეა. პიკი-სახურავი აღმოჩნდა“,- ოთარ ჩრდილელი
„გზა მიეცით, “სუდნო” მიაქვთ ბიჭთან“, – ქიბარ ხალვაში.
„ისე ვენატრებით, ვერ გადმოხტა დედას ნებიერა“,- რომან კუსიანი.
„სააკაშვილმა სახურავის ბინადარი „კარლსონის“ გზა აირჩია“, – ნუკრი ქანთარია.
„რუსთავი2“: მიხეილ სააკაშვილმა თავის მხარდამჭერებს აივნიდან მიმართა
აივნიდან არა ვერანდიდან“.