რა სარგებლობა მოაქვს ლუდს?

ლუდი  მცირეალკოჰოლიანი არომატული სასმელია, რომელსაც სვიის მომწარო გემო დაჰკრავს, მას ღებულობენ ქერის ალაოს,სვიისა და წყლისაგანმიღებული ტკბილის ალკოჰოლური დუღილით. ზოგიერთი ხარისხის ლუდის მისაღებად ქერის ალაოს ნაწილობრივ ცვლიან ბრინჯის, სიმინდის ან ქერის ფხვნილით, აგრეთვე შაქრით.
ლუდს უძველესი დროიდან ამზადებენ, თუმცა უძველეს სასმელს ერთი კონკრეტული სამშობლო არა აქვს. ლუდის დამზადება ყველა კონტინენტზე ყველა უძველესმა ერმა იცოდა. ისტორიკოსთა მტკიცებით, ლუდი 8000 წლის წინათ გაჩნდა. ლეგენდის თანახმად, გულმავიწყ მცხობელს პურის ცომი მზეზე დარჩა, ცომი თხევადი გახდა და ამჟავდა. შეცბუნებულმა მცხობელმა უცნაური მასა გასინჯა და მოეწონა – ასე იწყება ლუდის ისტორია.ლუდის დამზადების პიონერებად შუმერები, სირიელები, ასურელები, ეგვიპტელები და ბაბილონელები ითვლებიან.
მეცნიერების მტკიცებით, კვირაში1,5-2 ლიტრა ლუდის მიღება ორგანიზმისთვის სასარგებლოა, იგი აჩქარებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას, აახალგაზრდავებს უჯრედებს; გერონტოლოგებს მიაჩნიათ, რომ დღეში 1-2 ჭიქა ლუდი აფერხებს ორგანიზმის დაბერებას.იაპონელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ლუდი გამოდევნის ორგანიზმიდან კანცეროგენურ ნივთიერებებს და 2-3-ჯერ ამცირებს კიბოთი დაავადების რისკს.ლუდი ერთადერთი სასმელია, რომელიც ორგანიზმიდან გამოდევნის ალუმინის მარილს, კლავს წყურვილს. ლუდი შეიცავს მინერალებსა და ნახშირორჟანგებს, აფართოებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების ლორწოვანი გარსის კაპილარებს, რითაც ხელს უწყობს სისხლში სითხის სწრაფად მოხვედრას.ის ერთადერთი ალკოჰოლური სასმელია, რომელიც შეიცავს სვიის ისეთ ნივთიერებას, რომელიც ააქტიურებს კუჭის წვენის გამოყოფას და ამცირებს ალკოჰოლის ზემოქმედებას, ეწინააღმდეგება ბაქტერიების გამრავლებას, აქვს ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი თვისებები.
ლუდი ნაკლებკალორიულია. სიმართლეს არ შეეფერება – ლუდი ასუქებსო, უბრალოდ, ის მადას მატებს.0,5 ლ ლუდის მიღება ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს 20%-დან 5%-მდე. ასევე აფერხებს ათეროსკლეროზისა და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებას, ხელს უწყობს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განკურნებას. აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, უზმოზე 1/2 ჭიქა ლუდის მიღება წმენდს კუჭს ლორწოსგან, რაც სასარგებლოა გასტრიტის დროს.
მდიდარია სილიციუმითა და მინერალებით, რომლებსაც ხორბალი და ქერი შეიცავს, ამაგრებს ძვლებს.
ქერის ალაო ორგანული მჟავების და ვიტამინების წყაროა, რომლებიც წითელი ღვინის მსგავსად ანეიტრალებენ თავისუფალ რადიკალებს.ლუდი შეიცავს 30-ზე მეტ მინერალსა და მიკროელემენტს, მათ შორის მაგნიუმს, კალიუმსა და ფოსფორს.

კომენტარები

სხვა სიახლეები