რა საიდუმლო წერილი მისწერა ლიზა ყენიას შეყვარებულმა დედას გარდაცვალებამდე?

ჟურნალ “სარკეს” დათას შესახებ მისი მეგობრები ესაუბრნენ.
დათას მეგობარი, თამო: „დათას თავისი მიზნები ჰქონდა, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ის მოხდებოდა, რაც მოხდა. ზღვაში შევიდა და, როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, გული გაუსკდა. ცურვა არ იცოდა და თან ნასვამ მდგომარეობაში იყო. არანაირი პრობლემა არ ჰქონია, უზრუნველყფილი იყო ყველაფრით. ტელეფონს სხვას ხშირად უტოვებდა, რომ არ დაეკარგა. ახლა ცუდად აეწყო ყველაფერი და ცუდად დაემთხვა. როგორც გავიგე, მის უბნელ ბიჭებს შეხვდა და ტელეფონი დაუტოვა, მიჯდება და დამიტენეთ, მალე მოვალო. რომ აღარ მივიდა, ძებნა დაუწყეს. ეკლესიური პიროვნება იყო, მონასტერშიც დადიოდა. – ამბობენ, რომ ლიზა ყენია იყო მისი შეყვარებული ახლა გავიგე, რომ შეყვარებული ჰყავდა. დათა ურთიერთობებში სულ ახალ-ახლის ძიებაში იყო. არა მარტო ურთიერთობებში, ზოგადად, ცხოვრებაშიც ეძებდა“.
დათას მეგობარი: „გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დათამ გოგოს გამო მოიკლა თავი, ეს გამორიცხულია. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ თავი კი არ მოიკლა, გული გაუსკდა. მით უმეტეს, გოგოს გამო თავს არ მოიკლავდა. მას წესი აუგეს, თვითმკვლელობის დროს კი წესს არ უგებენ. დათამ ცურვა კარგად არ იცოდა. იმ დღეს ნასვამი იყო, შეიძლება შეთამამდა, გულიანად იყო და არ შეეშინდა. ალბათ, როცა გამოფხიზლდა და რეალობის წინაშე დადგა, გამოსვლა ვეღარ შეძლო. ჩანახატებს ხშირად წერდა სიკვდილზე, ზღვაზე, წყალზე, ალბათ გული უგრძნობდა. ბოლო ფოტო რომ ატვირთა ფეისბუქზე, მაშინ მისწერა დედას და დას. თუ რა მისწერა, ვერ გეტყვით, ოჯახისგან არ მაქვს ნებართვა. შეყვარებულზე უკომენტაროდ“.

წყარო: itv.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები